სხვა სექსუალური კონტაქტები და მკვლელობები--საშინელი ისტორიები მთვარეულებზე 2016, 27 იანვარი, 0:36 ლუნატიზმი -უცნაური დაავადებაა.მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დგება ღამე ძილში და დადის.პლანეტის მოსახლეობის 2% ამ დაავადებითაა ავად.მეცნიერებას ჯერ ბოლომდე არ აქვს შესწავლილი ეს სენი.დაავადების გააქტიურებას სავსე მთვარეზე, ყველა აღიარებს. საინტერესო შემთხვევა გამოიკვლია ავსტრიელმა მკვლევარმა პიტერ ბიუკენენმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ სიდნეიში მცხოვრები 35 წლის გათხოვილი ქალბატონი სიენა ფალშოუ, სავსე მთვარის პერიოდში ღამით ქუჩაში გადიოდა და სექსუალურ კონტაქტს ამყარებდა პირველ შემხვედრ მამაკაცთან.სახლში მისულს კი არაფერი არ ახსოვდა.სიენას საქმე მაშინ გაირკვა, როდესაც ერთ-ერთი პირველივე შემხვედრი, მისი ქმარი აღმოჩნდა, რომელიც იმ ღამით გვიანობამდე შემორჩა ტელევიზორთან.მეორე დღეს ცოლს გაუმხილა მისი დაავადების შესახებ.ფალშოუმ სპეციალისტებს მიმართა და ორი წლის მანძილზე ცდილობდა ლუნატიზმის უმძიმესი ფორმიდან გათავისუფლებას. 1987 წელს კანადაში ღრმა ძილში მყოფი მოქალაქე პარკსი, ღამით საწოლიდან წამოდგა, სახლიდან გავიდა, ჩაჯდა მანქანაში, გაიარა 23 კმ.მისდა საბედნიეროდ ღამის ოთხ საათზე არავითარი მოძრავი ობიექტი არ შეხვედრია.პარკსი მივიდა თავისი ცოლის მშობლების სახლში.ბალიშით ჯერ სიმამრი მოგუდა, მერე სიდედიც მოკლა.მას ეს დაავადება 20 წლის ასაკში დაემართა ნერვიულობაზე.დაკარგა სამსახური და აზარტული თამაშებით ვალებში ჩაეფლო.სასამართლო პროცესზე პარკსის ადვოკატებმა სამედიცინო დონეზე დაამტკიცეს, რომ მკვლელობის ჩადენის დროს მოქალაქე პარკსი ვერ იაზრებდა თავის საქციელს და შესაბამისად მას ბრალი არ მიუძღოდა.მართლაც კანადელი სახლში გაუშვეს. თვითმკვლელობა ძილში:აშშ-ს მოქალაქე ტიმოთე დიდხანს იტანჯებოდა უძილობით.ექიმმა გამოუწერა ძლიერი ძილის წამალი.ამის შემდეგ ის ძილში გამოვიდა ქუჩაში ქვედა საცვლისამარა და ჩაემხო ნამქერში.დილით ნახეს გაყინული. ეს შემთხვევა ინგლისში მოხდა.ახალგაზრდა კაცი ღამით სახლში მიდიოდა და მშენებლობის ახლოს ჩავლისას დაინახა, რომ ამწეკრანზე დგას გოგონა.მან მაშინვე გამოიძახა სახანძრო და სასწრაფო დახმარება.მთვარეული ფრთხილად ჩამოიყვანეს 40 მეტრი სიმაღლიდან.გოგონამ როცა გაიღვიძა, ვერავის ვერ უპასუხა კითხვაზე-როგორ ავიდა ამწეზე. 8 წლის სტიუარტ მილერი ინვალიდი დარჩა მთვარეულობის გამო.ის ცხოვრობდა მეოთხე სართულზე.ღამით ადგა და დაიწყო ოთახებში სიარული.შემდეგ აივანთან მივიდა და გადააბიჯა.ამ შემთხვევის შემდაგ სასამართლომ აიძულა შენობის პატრონი გადაეხადა დიდი თანხა დაზარალებულისთვის და სახლის ყველა აივანზე გაეკეთებინა დამცავი. ისევ სექსი.იან ლუედიკმა წვეულებაზე ჩაიძინა და მთვარეულობის მდგომარეობაში გააუპატიურა ერთ-ერთი გოგონა.რომ არა ეს დაავადება, ბიჭს ციხე არ ასცდებოდა.მისმა მეგობარმა გოგონამ სასამართლოზე თქვა, რომ მთვარეულობის გამო იანი ხშირად სექსუალური მანიაკივით იქცევა. 1097 11-ს მოსწონს |
დღესაც ასეა როგორც ვიცი :))