x
image
პროფესორი
პითაგორას საინტერესო ბიოგრაფია
ქრონოლოგია

ჩვ.წ.აღ-მდე 525 წელს პითაგორა ბაბილონელებმა დაატყვევეს.518 წელს მან დააარსა საკუთარი აკადემია კროტონში, ახლანდელ კროტონეში, სამხრეთ იტალიაში, სადაც მას ბევრი თვლიდა კულტის ლიდერად.500 წელს კროტონში პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში, პითაგორა საბოლოოდ გადასახლდა მეტაპონტუმში.


პითაგორა თვითონ აწარმოებდა ექსპერიმენტებს, რაც მათემატიკისა და მუსიკის ერთმანეთთან კავშირს შეეხებოდა.ფიქრობენ რომ იგი სიმძიმეს სხვადასხვა სიმებზე ჰკიდებდა, რითაც არკვევდა ტოლქმედი ძალის მათემატიკურ კავშირს დამძიმებულ ან დაგრძელებულ სიმებზე ხელის ჩამოკვრისას.მან აღმოაჩინა, რომ გარკვეული სიგრძისა და მასზე ორჯერ გრძელი სიმის ჟღერადობა ჰარმონიულ ტონალობას გამოსცემდა.


პითაგორამ თავისი სკოლა დააარსა კროტონში, იტალიაში.მისი მიზანი იყო ფიზიკურ სამყაროსა და მათემატიკას შორის ურთიერთკავშირის კვლევა.ყველაზე დომინანტური იყო-"ყველაფერი არის ციფრი"-ანუ რეალობა ყველა ფიზიკური სხეული მათემატიკურად დაკავშირებულია ერთმანეთთან.პითაგორელების ექსპერიმენტებმა გზა მისცა მრავალ აღმოჩენას, მაგალითად:"სამკუთხედის კუთხეების ჯამი უდრის ორ მართ კუთხეს-180გრადუსს."



პითაგორას თეორემა

პითაგორას თეორემა უცნობი არ უნდა ყოფილიყო ბაბილონელებისთვის, მაგრამ პირველი იყო პითაგორა ვინც ეს დაამტკიცა:მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზის კვადრატი უდრის კათეტების კვადრატების ჯამს.


ამასთანავე პითაგორამ 2000წლით ადრე კოლუმბამდე შემოგვთავაზა იდეა, რომ დედამიწა მრგვალია.

image

0
2030
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
2030
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0