ქალი და მამაკაცი რა განაპირობებს აღგზნებას? 2012, 31 მარტი, 18:08
ზოგჯერ წვრილმანებიც საკმარისია, რათა გააქტიურდეს ლიბიდო. სექსოლოგი მირეი შევალიე აღწერს ოთხ ტიპიურ შემთხვევას.
ტარიფი „ეროტიული“
„ ხშირად უგზავნით ერთმანეთს გულახდილ შეტყობინებებს სამსახურიდან გამოსვლისას. შემდეგ კი მირბიხართ სახლში და სექსი ჰოლში გაქვთ“
სექსოლოგის აზრი: „ სექსუალური კავშირი იწყება ფიზიკურ კონტაქტზე ბევრად ადრე. ეს რაღაც პროლოგის მსგავსია, გარკვეული შეთანხმებაა მამაკაცს და ქალს შორის, რაც მათ ერთიანობას ამტკიცებს.
ჩხუბისთავი „როცა მოსალოდნელია სკანდალი, ცეცხლზე ნავთს უმატებთ, რათა ორივე ძალიან გაცხარდეთ და მწვავე გარჩევის დროს ერთმანეთზე აღმოჩნდეთ. „ სექსოლოგის აზრი: „ტვინი ვერ განასხვავებს აღგზნების სხვადასხვა ტიპს_სპორტულს, ვარჯიშის ან ინტელექტუალურ ძალისხმევას-შედეგი არის აღგზნება. ამ სტადიაზე საკმარისია მინიშნება გრძნობით ფანტაზიებზე, რათა გაჩნდეს სექსუალური სურვილი. ადგილის შეცვლა „ მეუღლემ სამსახურიდან მოგიტაცათ და ახალ ბინაში წახვედით. სრული ექსტაზი განიცადეთ“ სექსოლოგის აზრი: ” წყვილი გამოექცა ოჯახურ რუტინას. ჩვეული გარემოს მკვეთრმა ცვლილებამ გასაქანი მისცა წარმოსახვას. ადამიანები „გიყვართ სექსი პლიაჟზე, მატარებელში, კინოში. გიტაცებთ სარისკო ადგილები, სადაც შესაძლოა ვინმემ აღმოგაჩინოთ“ სექსოლოგის აზრი: „ეს თამაში შეეფერება გავრცელებულ ეროტიულ ფანტაზიას, რომელიც ითავსებს ვუაიერიზმს და ექსჰიბიციონიზმს. ნორმალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიზუალური გამღიზიანებლები ყველაზე რეალური სექს-სტიმულატორია. აქ ჩანს აკრძალულისგან გათავისუფლების სწრაფვა. სწორედ აკრძალვის დარღვევა თამაშობს დიდ როლს სექსუალურობის გამოვლენაში. 25997 27-ს მოსწონს 7-ს არა
|