სხვა 10 ყველაზე ძვირი და უსარგებლო ნივთი 2016, 24 იანვარი, 16:49 ამ უსარგებლო ნივთებს უბრალო მოკვდავი ნამდვილად ვერ შეიძენს და არც შეიძენს, მისი მყიდველი უზომოდ მდიდარი ადამიანი თუ იქნება, რომ შემდგომ აჩვენოს საზოგადოებას, თუ როგორი მდიდარია.
1-ალმასის თავის ქალა-ფასი 100 მილიონი$, ქალაზე 8601 ბრილიანტია განთავსებული. 2-ყუთი შოკოლადის კანფეტებით-ფასი 1, 5 მილიონი $, რატომ ასე ძვირი, იმიტომ რომ მორთულია Simons Jewelers-ის ბრილიანტებით. 3-კლდის ნატეხი "ღორის ბარბეკიუ", მხოლოდ იმიტომ ღირს 1.255.000 $, რომ ქვა ღორის ხორცის ნაჭერს ჰგავს!! 4-ანკესის კაუჭი, რომლის ფასი 1 მლნ.$-ია, გიყვართ თევზაობა?მაშინ გადაიხადეთ ერთი მილიონი, რა იცით იქნებ ოქროს თევზიც დაიჭიროთ.მაინც რატომ ასეთი ძვირი?კაუჭი მოოჭვილია ოქროთი და მორთულია ბრილიანტებით და ლალით. 5-ავტოკალამი, ფასი 595.000 $., მორთულია ბრილიანტებით და ლალით. 6-კრიკეტის ბურთი, ფასი 68, 500 $.მოოჭვილი ოქროთი და ბრილიანტებით. 7-კონტაქტური ლინზები-ფასი 15000$. მოოქროვილი და 18 ბრილიანტით გაწყობილი, აბა წარმოდგინეთ მის მომნუსხველ მზერას ვინმე გაუძლებს? 8-იცით, რომ ფრინველი ჰუიას ბუმბული 8000$ ღირს?იგი 1907 წელს გადაშენდა, ალბათ ამიტომაცაა მისი ბუმბული ასეთი ძვირი. 9-სტეპლერის ტყვიები, ერთი ყუთის ფასი 250$, ალბათ ვინმეს დასჭირდება მოოქროვილი ტყვიებით დასტეპლერება. 10-თეთრი მაისური-120$, შექმნა კენი უესტმა, რატომ ასეთი ძვირი? თუნდაც კენი უესტის შექმნილი იყოს გაუგებარია.ერთი ისაა, რომ მაისურს აწერია:შექმნილია 100% ეგვიპტური ბამბისგან.(???) 234 6-ს მოსწონს 1-ს არა
|