x
ქვიშის ყვავილი

image შვეიცარიელმა ისტორიკოსმა და მოგზაურმა იოჰან ბურკჰარდტმა ნუბიის უდაბნოში 1813 წელს ტბის პირას შემთხვევით აღმოაჩინა ქვიშით დაფარული ოთხი სტატუა.
imageimage









ეს იყო მორიგი სასწაული – აბუ სიმბელის კომპლექსი, რომელიც ტოლს არ უდებს გიზ
ის ლეგენდარულ პირამიდებს.
1817 წელს იტალიელმა ჯოვანი ბელტონიმ ქანდაკებებს ქვიშა მოაშორა და მისდა გასაოცრად ფარაონ რამზეს II-ის მიერ ქვაში გამოკვეთილი ტაძარი აღმოაჩინა.

imageimage





















რამზეს II სახელგანთქმული მხედართმთავარი და ბრძენი მმართველი იყო. თავდა
პირველად მონუმენტური ტაძარი ძველეგვიპტელი ღმერთების ამონ-რას, ჰარმაკსისა და
ფათაჰას განსადიდებლად იგებოდა, სინამდვილეში კი თავად ფარაონის ძეგლად იქცა.
ტაძრის შესასვლელს ამშვენებს ტახტზე მჯდომი რამზესის ოთხი ქანდაკება – თითოეულის სიმაღლე 20 მეტრია. შიგნით რამდენიმე დარბაზია, მისი კედლები ფარა
ონის ბრძოლის ეპიზოდებით არის მოხატული, რასაც რამზესის გმირობისადმი მიძღნილი პოემიდან ამოღებული სტრიქონები ამშვენებს.
imageimage


















ცხადია, დიდი რამზესი ასეთი ვერაფრით იქნებოდა, გვერდით რომ არ ჰყოლოდა ჭკვიანი, ლამაზი და საყვარელი ცოლი. მას რამდენიმე ცოლი ჰყავდა მაგრამ სასახლე მხოლოდ ნეფერტიტს აუშენა. იმ დროისთვის ეს ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რადგან სასახლის ფასადზე დიდი ფარაონის გვერდით მისი ცოლი მთელი ტანითაა გამოსახული, მაშინ როდესაც ცოლებს მხოლოდ პაწაწინა სტატუებს უძღვნიდნენ.image
გასული საუკუნის 60-იან წლებში, ასუანის მშენებლობის საკით
ხთან ერთად აბუ-სიმბელის წყლით დაფარვის აუცილებლო
ბაც წამოიჭრა. მსოფლიო საზოგადოებრიო
ბამ 60 მლნ $ გაიღო კულტურულ ფასეულობათა სხვა
გან გადასატანად. ნაგებობა 17 ათას ბლო
კად დახერხეს (თითოეული 30-33 ტონა
იყო) და დიდი სიფრთხილით გადაიტან
ეს ახალ ადგილზე.























ეს იყო უნიკალური ოპერაცია, რომელსაც დასჭირდა უზუსტესი მათემატიკური და ასტ
როლოგიური გათხრა.imageimageimage












რა-ჰორაქტი ტაძრის შესასვლელის თავზე.
image







ტაძრის საკურთხეველი: პტაჰი,
ამონ-რა, რამზეს II და რა-ჰორაქტიimage






მდგომარეობა 1845 -1849 წლებში.image








1905 - 1907 წლებში.





image

რამზესი კლავს ლიბიელ მმართველს.




image





ფარაონი კადეშის ბრძოლისას.

2
245
2-ს მოსწონს
ავტორი:nago123
nago123
245
  
2016, 2 სექტემბერი, 14:17
რათქმაუნდა ქალბატონო ლალი, კიდევ დაიწერება ისტორიული სტატიები მადლობა გამოხმაურებისთვის...
2016, 30 მარტი, 13:33
კარგია!!!! უფრო მეტი, მეტი ასეთი სტატიები!!!
0 1 2