საქართველო რა გადაწყვეტილება მიიღო ინგა გრიგოლიამ ცხოვრებაში პირველად... 2016, 22 იანვარი, 23:20
„მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე და წავიყვან ახალ ამბებს, დღეში სამჯერ: ორზე, ოთხზე და შვიდზე... ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თუმცა ეს არ იქნება ტრადიციული ახალი ამბები....დღეში სამჯერ წავიყვან ნიუს თოქ -შოუს... ამბები, სტუმრები, ექსკლუზივები... საათში ერთხელ კი ნიუსი... არხის მთავარი თოქ-შოუ, რომელსაც ჟიჟი და ვახო სანაია უძღვებიან, ტრადიციულად საღამოს რვაზე იქნება ეთერში. ასე რომ, გვიყურეთ პირველი თებერვლიდან ტვ “პირველზე“. P.S.---- არ აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობ - დიდ არხზე თუ პატარაზე, ნაციონალურზე თუ საკაბელოზე.... მთავარია არ გაჩერდე და გულით აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს. მე ძალიან მიყვარს ეს საქმე....ძალიან“. 621 6-ს მოსწონს
|