საქართველო ნაციონალური მოძრაობის მიერ მითვისებული ბიძინა ივანიშვილის საქმით ნათქვამი (+უამრაფი ფოტო) 2013, 17 ოქტომბერი, 12:57 არავისთვის სიახლე არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს განვითარებაში უამრავი თანხა აქვს ჩადებული და უფრო მეტიც, წლების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ხარჯზე იკეთებდა პიარს და ბიძინას აშენებულს და გაკეთებულს რამდენჯერმეც კი ხსნიდა.
სამწუხაროა, რომ დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა პიარი უკანა პლანზე გადაწია და საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა თუ იცის თუ რა გააკეთა მან და თუ რას აკეთებს იგი დღევანდელი საქართველოსთვის.
გასულ წელს, ფონდ ”ქართუს” დაკვეთით გამოიცა და გავრცელდა ალბომი ”ბიძინა ივანიშვილი : საქმით ნათქვამი”. აღნიშნული ალბომი შეძლებისდაგვარად გავრცელდა, მაგრამ არა იმ სიხშირით, როგორც ნაციონალური მოძრაობის წიგნი, რომელიც კარდაკარ დაარიგეს და მე პირადად ორჯერაც კი მომიტანეს. მასში ასახული არის ის შენობა-ნაგებობები და რესტავრირებული ეკლესია-მონასტრები თუ სახლ-მუზეუმები, რომლებიც ვითომდა ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა.
ამ ყველაფერში ეჭვი ნამდვილად არ შემეპარებოდა, რომ არა ალბომი, ბიძინა ივანიშვილის შესახებ, სადაც შესულია სწორედ ის ყველა ნაგებობა, რომლებზეც ნაციონალურმა მოძრაობამ ”იზრუნა”.
ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ყველა ის საქმით ნათქვამი, რომელზეც ქველმოქმედმა 2, 8 მილიარდი დახარჯა და რომელიც ნაციონალებმა წარმატებით მიიწერეს და დღემდე სჯერა ამის ხალხს. 4224 5-ს მოსწონს
|