სხვა როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად 2016, 25 იანვარი, 8:38 რამდენი წელი უნდა იცოცხლოს ადამიანმა და რატომ ბერდება, ცოტას თუ აქვს ამაზე პასუხი. მეცნიერებმა უკვე დიდიხნის წინ დასვეს ეს კითხვა: რა ხდება ორგანიზმში და რა იწვევს დაბერების პროცესს? უჯრედებს დაყოფის უნარი გააჩნია და ისე ჩანს, რომ ორგანიზმი მუდამ ახალგაზრდა და ჯანმრთელი უნდა იყოს. თუმცა, აღმოჩნდა რომ ჩვენს უჯრედებს მხოლოდ გარკვეულ რაოდენობამდე შეუძლია განახლდეს, შემდეგ კი დგება ავადმყოფობებისა და სიბერის პროცესი, რომელიც იწვევს სიკვდილს – უჯრედების განახლების შეუძლებლობა. არსებობს ბევრი თეორია, რომელიც სხვადასხვა ასპექტს განიხილავს, როგორც დაბერების მიზეზს. თუმცა, დღეს ცნობილია ნამდვილი მიზეზი, რასთან გამკლავებაც არავის შეუძლია. რატომ ბერდება ადამიანი, ძირითადი თეორიები ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, სიბერე ცილის დაზიანებისა და დაშლის პროცესით იწყება. რამდენადაც ჩვენთვის უკვე ცნობილია, ცილა ჩვენი ორგანიზმის საშენ მასალას წარმოადგენს, კონკრეტულად კი ძვლების. სხვა მეცნიერები ამის მიზეზად სიკვდილის გენებს მიიჩნევენ, რომლებიც სიბერის დროს იწყებენ გააქტიურებას. კიდევ ერთი აზრი: ორგანიზმში გროვდება სიბინძურე და თუ დაბინძურების დონე აჭარბებს დასაშვებ ნორმას, მაშინ ორგანიზმი სხვადასხვა ავადმყოფობით ავადდება, იფიტება და კვდება. ასევე არსებობს იმუნოლოგიური თეორია. რომელ ვერსიას დაუჯერებთ, თქვენი საქმეა. ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ ბერდება ადამიანი და იწყება უჯრედების კვდომა, უნდა ვეძებოთ ჩვენს გენეტიკურ კოდში. როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი
მიღებული შედეგი იმ თეორიის მტკიცებულებას წარმოადგენდა, რომ ახალგაზრდობა და სიბერე დამოკიდებულია უჯრედებში ტელომერის სიგრძეზე. მისი სიგრძის შემცირებით ისეთი დაავადებები ჩნდება, როგორიცაა: ართრიტი, ართროზი, დეგენერაციული პროცესები, გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული ავადმყოფობები, ნერვიული სისტემის დარღვევები, ოსტეოპორიზი, კანთან დაკავშირებული ცვლილებები. ტელომერის სიგრძეზე დამოკიდებულია: როგორ შევაჩეროთ დაბერების პროცესი
რჩევა 1. თავი დაიცავით ორგანიზმში ჰომოცისტეინის დონის შემცირებით. ეს ამინო მჟავა სისხლის შემადგენლობაში შედის, რომელიც პირდაპირ იწვევს ტელომერის დაშლის პროცესს. ამიტომ მიიღეთ უფრო მეტი ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В. რჩევა 2. უზრუნველყავით ვიტამინ С სრულფასოვანი მიღება, რომლის ნაკლებობა ტელომერის დაშლას იწვევს. რჩევა 3. შეწყვიტეთ ნერვიულობა, მინიმუმამდე დაიყვანეთ სტრესები და დეპრესია. ამაში დაგეხმარებათ მედიტაცია, დასვენება და თქვენი ნერვიული სისტემის გადატვირთვა, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე, შეცვალეთ ადამიანებთან ურთიერთობისა და ცხოვრების წესი – აკეთეთ ის რაც დიდ სიამოვნებას განიჭებთ. რჩევა 4. მინიმუმამდე დაიყვანეთ, ან საერთოდ უარი თქვით ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებზე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე. რჩევა 7. ნუ ბრაზდებით, მოიშორეთ უარყოფითი და პესიმისტური აზრები, შეიგრძენით და მიიღეთ ცხოვრებისგან უფრო მეტი პოზიტივი. როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტელომერები ჩვენს გენეტიკურ კოდში არ დამოკლდეს? არსებობს ასეთი ფერმენტი – ტელომერაზა, რომელსაც შეუძლია მისი სიგრძის გაზრდა. ეს ხდება ემბრიონულ და ღეროვან უჯრედებში. ამ უჯრედებს მუდმივად შეუძლიათ დაყოფა, მათი ტელომერები არ მოკლდება. მიუხედავად ამისა, დღემდე ვერცერთმა მეცნიერმა ვერ შექმნა პრეპარატი, რომელიც დროს უკან დააბრუნებს და სიბერეს დაამარცხებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია გავითვალისწინოთ ზემოთ მოცემული რჩევები იმ მიზნით, რომ ორგანიზმის დაბერების პროცესი შევაჩეროთ და უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ. 3702 13-ს მოსწონს
|