სხვა რატომ წყვეტს გამომცემლობას ყველაზე ცნობილი ჟურნალი Penthouse? 2016, 20 იანვარი, 10:53 ჟურნალი (ფრანგ. journal), როგორც წესი, არის ბეჭდური გამოცემა, რომელიც გარკვეული პერიოდულობით იბეჭდება და მოიცავს სტატიებს სხვადასხვა თემაზე. ამგვარი გამოცემის შემოსავლის წყაროს რეკლამა, გასიყიდი ფასი ან ორივე ერთად წარმოადგენს. სპეციალურ გამომცემლობაში, თავდაპირველად იბეჭდებოდა ოთხგვერდიანი გაზეთი, რომელიც დროდადრო ჩაანაცვლა დამატებითმა გვერდებმა, განსაზღვრული პერიოდის შემდეგ კი დაიხვეწა ეს დარგიც და დაიწყო ჟურნალების ტირაჟირება, რამაც გაამართლა და აი უკვე 50 წელზე მეტია, ამერიკული, ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული და ლეგენდარული ჟურნალი Penthouse არსებობს. თუმცა The Verge-ს ინფორმაციით დღეს გახდა ცხადი, რომ გამომცემლობა წყდება და უმეტესი პროცენტით, მისი სათაო ოფისიც დაიხურება. პუბლიკაციები კი შემორჩენილია მხოლოდ ციფრულ ფორმატში.
ლეგენდარული ჟურნალ Penthouse-ს გამომცემლობის შეწყვეტა კი განაპირობა თანამედროვე, მაღალგანვითარებულმა და კომფორტულმა ელექტრონულმა ვერსიებმა, რაც უფრო პოპულარული და გაადვილებულია ჩვენი დღევანდელი ყოფის გადმოსახედიდან. რა თქმა უნდა ვუთანაგრძნობ გამომცემლობის, უმუშევრად დარჩენილ ერთგულ თანამშრომლებს და ისღა დაგვრჩენია მათი მოღვაწეობის ხანის, ყველაზე ცხელ გამოცემებს "კიდევ ერთხელ" (თუ პირველად არა) გადავხედოთ: 293 13-ს მოსწონს
|