ფისუნია კატები ძალიან საყვარელი არსებები არიან და თუ რომელიმეს გყავთ და გიყვართ ეს არსებები ნამდვილად გეცოდინებათ თუ როგორ გვიხალისებენ ყოველ დღეს. ჩვენ ვზრუნავთ მათზე და სხვათაშორის ისინიც ზრუნავენ ჩვენზე. როცა მოწყენილები ვართ დარდი გვაწუხებს მათი დანახვა და მოფერება ნერვებს გვიმშვიდებს გვათავისუფლებენ სტრესისგან და დაძაბულობისგან, როცა რაიმე გვტკივა მოდიან გვეხუტებიან იმ ადგილას და ტკივილს კრუტუნით გვიყუეჩებენ, ისინი ჩვენში ენდორფინების წარმოქმნას უწყობენ ხელს რითაც ჩვენ კარგ ხასიათზე ვდგებით და თქვენ წარმოიდგინეთ ისინი იმაზეც კი ზრუნავენ რომ ვიყოთ მუდამ ფორმაში ანუ მოსვენებას არ გვაძლევენ რომ ერთ ადგილას დითხანს გავჩერდეთ მუდმივად ითხოვენ რაღაცას აფუჭებენ ოთახში რაიმე ნივთებს და საგნებს რითაც ჩვენ მათზე ყურადრება გადაგვაქვს სულ ფეხებში დავსდევთ სულ მოძრაობაში ვართ და წარამარა აქეთ იქეთ სირბილით ჩვენ ვიკლებთ წონაში.
წარმოგიდგენთ ცოტაოდენ იუმორულ ფოტოსურათებს ფისუნია კატის დანაშაულებებზე რაც გააფფუჭა და ასევე მისი თავის მართლების საბაბს რომლითაც ფისუნია თავს იმართლებს.
![რა ჩაიდინა ფისუნია კატამ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016011714430753576.jpg)
დავღეჭე იმიტომ რომ ძალიან მომშივდა და პატრონს სულ ფეხებზე ვეკიდე სულ ტელეფონში იყო ჩამძვრალი და მესიჯობდა მე რომ მშიოდა და თუ ვარსებობდი სულ აღარ ახსოვდა.
![რა ჩაიდინა ფისუნია კატამ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016011714180753576.jpg)
გავღეჭე იმიტომ რომ ჩემი პატრონი სულ კომპიუტერთან იჯდა და მე ვიცოდი რომ ეს მას ზიანს მოუტანდა. არ შეიძლება სულ ინტერნეტში იყო ცოტა უნდა გაირ გამოიარო ადამიანმა
![რა ჩაიდინა ფისუნია კატამ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016011714200353576.jpg)
მოწყენილობისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ბებო ყურადღებას არ მაქცევდა. თან ის ვაზა მაინტერესებდა რამდენად გამძლე იყო. ვაზა გამძლე არ აღმოჩდა
![რა ჩაიდინა ფისუნია კატამ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016011714221053576.jpg)
დავფხაჭნე იმიტომ რომ ხარისხიანობას ვამოწმებდი პატრონმა კი ეს ცუდად გამიგო.
მდივანი უხარისხო აღმოჩდა რა ჩემი ბრალია თუ უხარისხო მდივანი მიჰყიდეს
![რა ჩაიდინა ფისუნია კატამ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016011714243353576.jpg)
იცი სიმართლე ის არის რომ ნაძვის ხეზე ჩამოკიებული სათამაშოები ისე მიმზიდველად და საყვარლად მიყურებდნენ მეუბნებოდნენ მოდი გვეთამაშეო. მეც სურვილი ვერ დავძლიე მიყვარს როცა რამე ქანაობს ამ დროს ძლიერი სურვილი მიჩნდება წავეთამაშო და ხანდახან როლში ისე ღრმად შევდივარ საბოლოოდ ცუდად ვამთავრებ და ადამიანები ამას ვერ იგებენ. თქვენ რომ ჩემს ადგილას იყოთ თქვენ რომ კატა იყოთ გამიგებდით.
![რა ჩაიდინა ფისუნია კატამ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016011714295553576.jpg)
მაუსი ისე გავდა თაგვს სულ ცოტაზე წავეთამაშე თათი წამოვარტყი მაინტერესებდა მართლა თაგვი იყო თუ რამე საგანი ის კი მაგიდიდან გადავარდა და თურმე აღმოვაჩინე რომ ეს უნცაური საგანი რომელიც ძალიან გავდა თაგვს თურმე რაღაც საგანი ყოფილა რომელიც კომპიუტერზეა მიერთებული. ამის გამოგონებელს ცოტა სხვანაირი გამოეგონებინა რატომ არ გაითვალისწინა ის რომ მას კატები სულ სხვა თვალით შეხედავდნენ და ვერ გაარჩევდნენ ნამდვილი თაგვს და ამ რაღაცას შორის რა განსხვავება იყო თანაც კიდე თაგვის სახელიც რომ დაურქმევია მიდი და არკვიე ეხლა მართლა თაგვია თუ რაც არის
![რა ჩაიდინა ფისუნია კატამ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016011714351453576.jpg)
რატომ მკოცნიდა ძალით ტუჩებში არ მომწონს როცა ასე იქცევიან. ისე ძალიან ვნანობ რომ სახე დავუკაწრე მეტი უნდა მექნა მისთვის, აბა რას მკოცნიდა ტუჩებში