სხვა მე და ჩემი კომპიუტერი 2016, 2 აგვისტო, 13:22 ინტერნეტი ნარკოტიკივით არის თუ ერთხელ შეიყნოსავ და გაუგებ გემოს მერე რთულია მისგან თავის დაღწევა. ერთ მშვნიერ დღეს ჩემმა კომპიუტერმა უარი გამომიცხადა მუშაობაზე. არ ვიცოდი რა მექნა ძალიან დავღონდი მივიტანე ხელოსანთან და მითხრა რომ გადამწვარია დეტაპლატა შემდეგ დამაშვიდა რომ კომპიუტერს ეშველება. ბავშვურად გამიხარდა წავედი სახლში დამშვიდებული და გავიდა ერთი კვირა. ერთი კვირის განმავლობაში ვურეკავდი ყოველდღე მაგრამ შედეგი ჯერ არაფერი. ამ ერთი კვირის მანძილზე გავიცანი ჩემი მშობლები უკეთესად, და აღმოვაჩინე რომ თურმე პატარა ძმაც მყოლია ოთხი წლის. ეს როგორ გამომრჩა ან როდის მოასწრეს? როგორც იქნა დამირეკა ხელოსანმა და მითხრა რომ ჩემი კომპიუერი გაკეთდა. მივიტანე სახლში ჩავრთე შევედი ინტერნეტში და ჰოი საოცრებავ ისევ გაფუჭდა. ამჯერად ეკრანი გადაიწვა მითხრეს რომ კომპიუტერს აღარაფერი ეშველებოდა 152 7-ს მოსწონს
|