x
image
K.P.
უკრაინული პრესის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ორსული საყვარელი სცემა

image
უკრაინული მედიის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ორსული საყვარელი მარია გაიდარი სცემა. 29 დეკემბერს საავადმყოფოში ქალბატონი მიიყვანეს, რომელსაც სახესა და სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. დაშავებული მარია გაიდარი გახლდათ.
ექიმის კითვაზე, თუ რა შეემთხვა მას, მარიამ განაცხადა, რომ ნასვამი იყო და ბორდიურზე დაეცა.

ანონიმური წყაროს მტკიცებით, ოდესის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის თამადობით ერთ-ერთ კლუბში შეიკრიბა. სუფრას გუბერნატორის საყვარელი და ახლადგამომცხვარი თანამდებობის პირი, მარია გაიდარიც ესწრებოდა. სააკაშვილმა მოულოდნელას ქალბატონს ხელი სტაცა და საპირფარეშოში წაათრია. მარია მომავალი შვილის მამას გაუძალიანდა. სააკაშვილი კი მას უყვიროდა, "კახპას" და "ჩამშვებს" უწოდებდა. მარიამ სწორედ ამ კამათის შემდგომ მიიღო სხეულის დაზიანება. სააკაშვილი ყველა იქ მყოფს დაემუქრა ამ შემთხვევაზე არსად ესაუბრათ, თორემ თანამდებობებს დაკარგავდნენ. მოგვიანებით, რამდენიმე დღის შემდეგ, მარიამ განცხადება დაწერა ოდესის პოლიციაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მარია დააწინაურა და მოადგილედ დანიშნა.

მარია გაიდარიმ რადიოგადაცემა "ქალი და მამაკაცის" ეთერში დაადასტურა რომ ორსულადაა და მალე დედა გახდება. მისი მტკიცებით, ორსულობის მე-5 თვეშია და რომ "ოდესელების პატარა გუბერნატორს" ელოდება, რომლის მამა მხარის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია. მარია გაიდარის თქმით მიშა მშვენიერი მამა იქნება და ის ძალიან გახარებულია.

მიხეილ სააკაშვილი დაქორწინებული გახლავთ სანდრა რულოვსზე. წყვილს ორი ვაჟი ედუარდი და ნიკოლოზი ჰყავს.

image

1
2861
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2861
  
2016, 20 იანვარი, 11:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1