კულტურა ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცებს ეძებენ...აქ მამაკაცების დეფიციტია! 2016, 17 იანვარი, 22:52 სტატიის თემა ცოტა უცნაურია, მაგრამ საინტერესო. მსოფლიო მასშტაბით არის
მრავალი ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცებთან შედარებით ჭარბობენ.
მოგახსენებთ, რომ ავსტრალიას თითქმის მთელი კონტინენტი უკავია, ასე რომ ვთქვათ ქვეყანა-კონტინენტია. ავსტრალიაში პირდაპირი გაგებით, რომ ვთქვათ მამაკაცების დეფიციტია. მოდი ჯერ ცოტა ვისაუბროთ ავსტრალიის შესახებ.... ავსტრალია არის სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიას და სხვა მცირე კუნძულებს. ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით. ავსტრალიის მოსახლეობა ბოლო აღწერების თანახმად 25 მილიონს შეადგენს. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა. დედაქალაქის გარდა ქვეყანაში პოპულარობთ გამოირჩევა ქალაქები: სიდნეი, პერთი, მელბურნი, ადელაიდა და ბრიზბრენი. ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური, პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. ეს იყო ცოტა რამ ავსტრალიის შესახებ.... ავსტრალიას ჰყავს ათასობით ცნობილი მომღერალი, მსახიობი და არტისტი. ცნობილი სახეებით დაკომპლექსებულ ქვეყანაში სამწუხაროდ მამაკაცების დეფიციტია. მსოფლიოს სუპერ მოდელების და ცნობილი სახეების სამშობლოში, მამაკაცები უკვე "შავ ბაზარში" არიან .... ქვეყნის ულამაზესი ქალები საკუთარი სიყვარულის მოსაპოვებლად ხშირად გადიან ქალაქგარეთ, ან კიდევ უფრო უარესი, მამაკაცის გამო ქვეყანას ტოვებენ... McCrindle-ის კვლევითი ფირმის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში ქალების რაოდენობა, მამაკაცების რაოდენობას 200 000 -ით აღემატება. კვლევების შედეგების თანახმად, ქვეყანაში ყოველი 20 ბაშვიდან 17 გოგო იბადება. ასევე ბოლო 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ავსტრალიელ გოგონებს, რომლების ასაკიც იცვლება 20-დან 35 წლამდე, ძალიან უჭირთ მეგობარი ბიჭის მოძებნა. მამაკაცების დეფიციტი ყველაზე მეტად შეინიშნება ტასმანიასა და ვიქტორიაში... მამაკაცები, ნაკლებობასთან ერთად, ხშირად ტოვებენ ქვეყანას სამსახურის შოვნის მიზნით, ეს ფაქტი მამაკაცების დეფიციტს ერთი ორმაგად ზრდის. მოგახსნებთ, რომ ავსტრალიას ჰყავს მსოფლიოდ ცნობილი შოუბიზნესის სახეები. ესენია: ნიკოლ კიდმანი, კაილი მინოგი, მირანდა კერი და სხვები... ეს ფაქტი ამ უცნაურ და საინტერესო ქვეყანას უფრო საინტერესოს ხდის, ამ ულამაზეს ქვეყანას ძალიან ლამაზი ქალები ჰყავს... წარმატებებს გისურვებთ, ესტუმრეთ ავსტრალიას........ სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 23694 24-ს მოსწონს |