ავსტრალიის ღია პირველობა (Australian Open) დიდი სლემის
ოთხ ტურნირთაგან ერთ-ერთი საჩოგბურთო ჩემპიონატია, რომელიც ტარდება ყოველწლიურად იანვრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
თამაშები იმართება ქალთა და ვაჟთა
ერთეულთა, წყვილ და შერეულ
თანრიგში. ასევე ტარდება იუნიორთა
და ვეტერანთა ტურნირი.
წელს ტურნირი 18 იანვარს დაიწყება და ის ქართველებისთვის ძალზედ საინტერესო იქნება, რადგან მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს და პირველივე შეხვედრა არც მეტი და არც ნაკლები, როჯერ ფედერერთან ექნება.
ტურნირზე ბასილაშვილს საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ გერმანელმა ტომი ჰაასმა, ტრავმის გამო ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა
და ძირითად ბადეში მისი ადგილი ქართველმა ჩოგბურთელმა დაიკავა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 1992 წლის 23 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა. ჩოგბურთის თამაში კი 6 წლიდან დაიწყო და დღემდე არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია, რითაც არაერთხელ გაუხარებია ქართველი გულშემატკივარი. მის მიღწევებს შორის არის 2010 წლის სოჭის ვაჟთა 10 000-იანი ტურნირი, რომელიც წარმატებით დაასრულა და მოიგო. მოგვიანებით კი, 2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანთალიაში) მოიგო და ორჯერ ფინალში ითამაშა.
ნიკოლოზი 2013 წლიდან ქორწინებაში იმყოფება. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომლებიც ქართველმა მაყურებელმა ცოტახნის წინ ნანუკას შოუდან გაიცნო.