ქალი და მამაკაცი არაბული სამყაროს 10 ყველაზე მიმზიდველი ქალბატონი 2016, 16 იანვარი, 13:13 1. იორდანიის დედოფალი რანია ალ-აბდულა შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ იკავებს არაბული სამყაროს ყველაზე სექსუალური ქალების ათეულში პირველ ადგილს 39 წლის ქალბატონი, რომელიც ოთხი შვილის დედაა. მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ იორდანიის დედოფალი ძალიან შთამბეჭდავი ქალია. გარდა იმისა, რომ ულამაზესია, რანია ალ-აბდულა საკმაოდ ჭკვიანია. იგი თავის ქვეყანაში ქალთა უფლებების დამცველია და ამასთან, განათლების რეფორმას მოითხოვს. 2. ჰოდ ფადელი მოდელი და მეწარმე, რომელიც ასევე კარგ ორატორად არის ცნობილი, ჩვენს სიაში მეორე ადგილს იკავებს. 3. იამილა დიაზ რაჰი ბუენოს-აირესში დაბადებული, ლიბანურ-ესპანური წარმოშობის მოდელი, რომლის სამოდელო ნიჭი 1996 წელს, ურუგვაიში დასასვენებლად ყოფნის დროს აღმოაჩინეს. ამ მოულოდნელ აღმოჩენამდე იამილა ეკონომიკას სწავლობდა არგენტინაში. 4. ლეილა ბეჰტი 25 წლის, ალჟირული წარმოშობის ფრანგი მსახიობის დებიუტი შედგა 2006 წელს ფილმში "პარიზო, მე შენ მიყვარხარ", რომელშიც ლამაზი მუსულმანი გოგოს როლი შეასრულა. 5. ვალერი დომინგესი სირიულ-ლიბანური წარმოშობის ვალერი დომინგესი 2005 წელს მის კოლუმბია გახდა. 2006 წელს იგი კოლუმბიას წარმოადგენდა "მის სამყაროზე", სადაც ფინალურ ათეულში გავიდა. 6. ნადინ ნჯეიმი ნადინმა 2007 წელს "მის ლიბიის" წოდება მიიღო. როგორც მის ოფიციალურ საიტზე არსებული ანკეტიდან ჩანს, გოგონა გატაცებულია ექსტრემალური სპორტით, უყვარს კითხვა და ჯაზი. 7. ჰაიფა ბაჰფი 1976 წელს დაბადებული ლიბანელი მსახიობი და მომღერალი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში პოპულარობით ნენსი აჯრამის შედეგ პირველ ადგილზეა. 8. მაია ჰარირი დიდი და მეტყველი თვალების მქონე ლიბანელი მომღერალი ლიბანში სექსუალური ქალბატონების ტოპ ათეულშია. მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. დღეისთვის მაია ჰარირის ჩაწერილი აქვს 5 ალბომი. 9. კარიმა ედებაიბი მაროკული და ირლანდიურ-ბერძნული წარმოშობის ინგლისელი მსახიობი მაღაზია Topshop-ის ყოფილი ასისტენტი, 2006 წლის 14 თებერვალს პოპულარულ ვიდეოთამაშში "Tomb Raider" გახდა ლარა კროფტის პერსონაჟის მეშვიდე მოდელი. 10. ჯენა ლი დევანი ლიბანური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი დაიბადა ჰარტფორდში, კონექტიკუსის შტატში. მოგვიანებით ოჯახი დალასში გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვობაში ჯენა ცეკვით იყო დაკავებული. 18 წლისამ სწავლა განაგრძო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. 4109 13-ს მოსწონს
|