სისხლის სამართალი "ქალს მობილურში საყვარლის ნომერი ქალის სახელით ეწერა" -კიდევ ერთი აკრძალული სიყვარულის ისტორია 2016, 15 იანვარი, 15:01 თურქეთის ქალაქ ანტალიის მოქალაქე იასემინ ოზკანი, მეუღლე ლევენთ ოზკანმა
ნაჯახით მოკლა. ამის მიზეზად ღალატი სახელდება. იასემინ ოზკანს საყვარლის
ნომერი გოგოს სახელით ჰქონდა ჩაწერილი მობილურში, მაგრამ დაეჭვებულმა
მეუღლემ როდესაც ყველაფერი გამოაშკარავა, ნაჯახით მეუღლეს სასიკვდილო
ჭრილობა მიაყენა. ლევენთ ოზკანს ანტალიის სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა... წყვილმა ერთმანეთი 2013 წელს ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში გაიცნო. ორივე სასტუმროს მენეჯერები იყვნენ, მათი მეგობრობა სასიყვარულო რომანად გადაიქცა. 2014 წლის იანვრის თვეში სასიყვარულო რომანი პირად ცხოვრებაში გადაიყვანეს და შეუღლდნენ. ეს ორივესთვის მეორედ დაქორწინება იყო. ქორწინების შემდეგ იასემინ ოზკანმა სამსახური დატოვა და დიასახლისობა დაიწყო. რამოდენიმე თვის შემდეგ სახლში ჯდომით მობეზრებულმა იასემინმა ახალი სამსახური დაიწყო კვლავ სასტუმროში. ის ხშირად საუბრობდა მობილურით კოლეგებთან და დღის განმავლობაში სმს შეტყობინენებიც არ ელეოდა. ამ სიტუაციით დაეჭვებულმა მეუღლემ ერთ ღამეს იასემინის მობილური აიღო ხელში, ამ მომენტში იასემინის მობილურზე ზარი შემოვიდა "მელეკისგან", მეუღლის ტელეფონს ლევენთმა უპასუხა, მაგრამ ხმა არავინ გასცა. რამოდენიმე საათის შემდეგ, ლევენთ ოზკანმა ნომერი ამოიწერა და თავის მობილურით დაუკავშირდა ამ "მელეკს". დაეჭვებულ ქმარს ნომერზე მამაკაცმა უპასუხა. ამის შემდეგ იასემინს და ოზკანს შორის კამათი შედგა, რომელიც ბოლოს განშორებით დასრულდა. რამოდენიმე დღის განმავლობაში იასემინი მეგობართან რჩებოდა. ნაჯახი 5 ჯერ დაარტყა... სასამართლოს მოახლოვებმადე წყვილმა გადაწყვიტა ერთმანეთთან დალაპარაკება მომხდართან დაკავშირებით. ლევენთ ოზკანმა მეუღლეს კვლავ კამათი დაუწყო და ეკითხებოდა "მიღალატე თუ არა?" გაბრაზებულმა იასემინმა მეუღლეს ხმამაღალი ტონით უპასუხა -"კი". მწყობრობიდან გამოსულმა ლევენთ ოზკანმა მეუღლეს ნაჯახით 5 ჯერ დაარტყა და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. იასემინი სავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ლევენთ ოზკანი პოლიციას ჩაბარდა. მიღალა და ამას ვერ ვაპატიებდი... სასამართლოზე ლევენთ ოზკანმა ასეთი ჩვენება დატოვა: "ჩემი მეუღლე მე მატყუებდა, რამოდენიმეჯერ მითხრა, რომ ის ღამის ცვლაში რჩებოდა, არადა შემდეგ ჩემი მეგობრების დახმარებით გავარკვიე რომ მხოლოდ ერთხელ დარჩენილა ღამის ცვლაში, ამის შემდეგ დავრწმუნდი რომ ის მღალატობდა, ამ ყველაფერს დაემატა ისიც როდესაც თავის საყვარლის ნომერი გოგოს სახელით ეწერა. ამას ვერ ვაპატიებდი, კანონის წინაშე რაც მეკუთვნის კაცურად მოვიხდი...."- დასძინა ლევენთ ოზკანმა. თავდაპირველად სასამართლომ ლევენთ ოზკანს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ მოგვიანებით 15 წლამდე შეუმცირეს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 3619 16-ს მოსწონს |