x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ეს მხოლოდ სსრკ-ში იყო შესაძლებელი-როგორ ხდებოდა ჩვეულებრივი ყასაბი მილიონერი-კრიმინალური არქივიდან

image

საბჭოთა სისტემაში რომ ბევრი სიმახინჯე იყო დამკვიდრებული ბევრისთვის ცნობილია, Z-თაობისთვის, ალბათ წარმოუდგენელი იქნება ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირში ყასაბის პროფესია პრესტიჟულად და საკმაოდ შემოსავლიანად ითვლებოდა, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ საბჭოთა პერიოდში მეხორცე გვარიანად გამდიდრებულიყო და "იატაკქვეშა მილიონერიც" გამხდარიყო.


ერთ-ერთ ასეთი ისტორიის ტიპიურ მაგალითს დღეს გაეცნობით.თუ როგორი სქემით მდიდრდებოდა ყასაბი საბჭოთა პერიოდში.




ვადიმ აკჩურინი წვრილფეხა კრიმინალი იყო, რაიმე „სველი“ საქმე არ აუკიდია, თუმცა სამჯერ იჯდა ქურდობისთვის.



ის ალბათ მთელს სიცოცხლეს ციხეში გაატარებდა და დიდი ალბათობით, ციხეში მოკვდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. 1970-იანი წლების ბოლოს, როდესაც ის მორიგი სასჯელის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს, მან შეძლო და სარატოვში სენოს ბაზარში ყასაბად დაიწყო მუშაობა.



image

აკჩურინმა სწრაფად „აითვისა“ ახალ ადგილი და მიხვდა, როგორ მოეტყუებინა ხორცის ჩასაბარებლად მოსული კოლმეურნეები. ამისთვის მათ გრძელ რიგში დგომა უწევდათ, მაგრამ ვისაც მომაბეზრებელ რიგში დგომა არ უნდოდა, მაშინ ყასაბ ვადიმს უნდა დაკავშირებოდა. სახელმწიფოს ოფიციალურ შესყიდვის ფასზე ნაკლებს იძლეოდა, სამაგიეროდ რიგში დგომა აღარ უწევდათ.

აკჩურინმა ამის შემდეგ წონაში მოტყუებასაც მიყო ხელი.ნაცადი, კლასიკური ხერხი გამოიყენა, გირები გაბურღა და ტყვია ჩაასხა.


სენოს ბაზარში იდგა უზარმაზარი სამაცივრე დანადგარები, სადაც ბაზრის და სახელმწიფო ხორცი ინახებოდა სკოლებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის და სხვა სოციალური დაწესებულებებისთვის. მალე აკჩურინმაც დაიწყო მისი მოპარვა, თაღლითმა ასევე ოსტატურად ისწავლა დამღების გაყალბება.



არც თუ დიდი ხნის შემდეგ აკჩურინმა ააშენა მდიდრული აგარაკი, იყიდა მანქანა და კოოპერატიული ბინა. ცოლსაც უყიდა მანქანა, გარდა ამისა, აგარაკზე ჩამარხა 100 ათასი მანეთი. ბუნებრივია, ის არ იყო ერთადერთი, ვინც იპარავდა - ყველა ყასაბი მოპარულიდან წილს, უფროსს, იური ანისიმოვს გადასცემდა, ის ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. მაგრამ ვადიმს ის არ მოსწონდა - "ჯიგარს" მიაჩნდა, რომ უფროსი არაფერში, მხოლოდ ფულს იღებდა მათგან.


ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისთვის გაცილებით მცირე ქრთამი მიეცა. ვადიმი ასე თავხედურად იმიტომ იქცეოდა, რომ იმ დროისთვის მას სერიოზული მფარველი ჰყავდა სამხარეო პარტიულ კომიტეტში. მაგრამ მან არ იცოდა, რომ ანისიმოვს კაცი ჰყავდა კგბ-ში, რომელიც ეხმარებოდა სამართალდამცავებთან საქმეების მოგვარებაში. ასე რომ, აკჩურინის სიხარბე ოფიციალურად სამსახურიდან დათხოვნით დასრულდა, მაგრამ მისი მფარველი მეგობრის წყალობით ის მაინც დადიოდა ბაზარში და თავის ბნელ საქმეებს აგვარებდა.

image



ქურდი ყასაბი დაელოდა ანისიმოვის შვებულებაში წასვლას და "ლევად" გაუშვა 40 ტონა სახელმწიფო ხორცი. როდესაც უფროსი დაბრუნდა, აკჩურინმა უთხრა, რომ არ აპირებდა დანაშაულის შედეგად მიღებული ფულის გაზიარებას.პირდაპირ ბაზარში მათ ჩხუბი მოუვიდათ, რომელსაც უამრავი თანამშრომელი შეესწრო, ანისიმოვმა მკერდში ჩაბღუჯა აკჩურინს, ამ უკანასკნელმა კი პისტოლეტი ამოიღო და ხორცის საჭრელი დაფის მიმართულებით გაისროლა.


ამის შემდეგ ანისიმოვმა გადაწყვეტა აკჩურინის მოშორება, ამისთვის მეგობარს მიმართ თხოვნით, დაემზადებინა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რათა თავხედი ყასაბი იმ ქვეყნად გაესტუმრებინა.მკვლელობისთვის იგი 12 000 მანეთის გადახდას შეპირდა.


აკჩურინის მკვლელობის შემდეგ უკვე ძალოვანი უწყება შევიდა ბაზარში.. საქმეს ხელმძღვანელობდა გამომძიებელი ნიკოლაი ბალიკინი და იგი მალევე მიხვდა, სენოს ყოველი მეორე თანამშრომელი არაშრომითი შემოსავლით ცხოვრობდა. ისინი ყველა ახალი "ჟიგულებით" და "ვოლგებით" დადიოდნენ, ცხოვრობდნენ ფართო კოოპერატიულ აპარტამენტებში, ბეწვის ქურთუკებში გამოწყობილი მათი ცოლები კი ძვირფას სამკაულებს აფრიალებდნენ. რა თქმა უნდა უკანასკნელი ბრიყვიც კი მიხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი აშკარად არ იყო ხელფასით შეძენილი.





მოხერხებულმა უშიშროების თანამშრომელმა მალევე იპოვა მკვლელობის შემსრულებელი, რომელმაც ანისიმოვი უმალ "ჩაუშვა"- მას დახვრეტა მიუსაჯეს.


მაგრამ მანამდე გამომძიებელმა ათეულობით საათის განმავლობაში სათითაოდ დაკითხა ბაზრის ყველა ყასაბი.


დაკითხვის დროს გამომძიებლმა ერთ-ერთ მათგანს ხუმრობით ჰკითხა: „ პროფესიის შეცვლა და მინდა ყასაბი გავხდე. რამდენად სწრაფად შემიძლია ვიყიდო მანქანა და ავაშენო კარგი დიდი კოტეჯი?“ ყასაბი ცოტა ხანს დაფიქრდა, და უპასუხა: „სულ მცირე ნახევარი ნახევარი წელი მაინც დაგჭირდება“.


მთავარი ფოტო:იური ანისიმოვი დაკითხვაზე გამომძიებელ ნიკოლაი ბალიკინთან



სხვა სერიები "კრიმინალური არქივიდან" იხილეთ ამ ბმულზე

5
708
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
708
  
2023, 30 მაისი, 23:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 27 მაისი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 25 მაისი, 0:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 24 მაისი, 17:11
საბჭოთა კავშირში კორუფცია ზუსტად ისეთ დონეზე იყო, როგორც დღეს არის საქართველოში
0 1 5