x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
როგორ დაპატიმრა შევარდნაძემ ერთ ღამეში თითქმის ყველა ქართველი საქმოსანი-კრიმინალური არქივიდან
image

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.



შვიდი წლის შემდეგ


1972 წლის 22 მაისს თბილისში, მთაწმინდაზე მდებარე ერთ-ერთი იტალიური ეზოს სხვენში დილის 8 საათსა და 30 წუთზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლებმა 30 წლის მურმან ხუროშვილი დაამატიმრეს. ჩხრეკისას მას მილიციელებმა „ესვედეს“ სისტემის სნაიპერული შაშხანა (ხმის დამხშობით) და 30 ცალი საბრძოლო ვაზნა ჩამოართვეს. ხუროშვილი ძველი ბიატლონისტი იყო, ქალაქ რიაზანში, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და იქვე მუშაობდა ბიატლონის მწვრთნელად. ქართველ საბჭოთა მილიციელებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ დაკავებულ ხუროშვილს ედუარდ შევარდნაძის ლიკვიდაცია უნდა განეხორციელებინა. გენერალი შევარდნაძე იმ პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და იმ დღეს ამ პოსტზე ყოფნის 7 წელი შეუსრულდა. სხვენი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 350 მეტრის მოშორებით მდებარეობდა. შევარდნაძე სამსახურში ზუსტად 8 საათსა და 45 წუთზე მიდიოდა და გასროლა მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა მინისტრი სამსახურებრივი „ვოლგიდან“ გადმოვიდოდა. ხუროშვილი მხოლოდ ერთხელ დაჰკითხეს, რა დროსაც მან თქვა, რომ შევარდნაძის მოსაკლავად ის რიაზანელმა, ვინმე ეგორ კოლდუნოვმა დაიქირავა. წინასწარ 10 ათასი მანეთი გადაუხადა და 10 ათასი მანეთი კი საქმის შესრულების მერე უნდა მიეღო. ხუროშვილმა დასვენება მოითხოვა. ის „შინაგან ციხეში“, ერთადგილიან საკანში მოათავსეს. თუმცა საღამოს 8 საათზე ზედამხედველმა ის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვა და მისგან მეტი აღარაფერი გაუგიათ.



ცრუ კვალი



ქართველი ოპერთანამშრომლები სწრაფად მოქმედებდნენ. ერთი ჯგუფი იმავე დღეს რიაზანში გადაფრინდა, მაგრამ ეგორ კოლდუნოვი გამოგონილი პიროვნება აღმოჩნდა და ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ხუროშვილმა ისინი ცრუ კვალზე გაუშვა. ოპერმუშაკებმა ინფორმატორს, სასტუმრო „საქართველოს“ დამლაგებელს, ალისა ქორბუდაშვილს რვასაათიანი დაკითხვა მოუწყვეს. სწორედ მან აღმოაჩინა ჩამოსული სტუმრის საწოლის ლეიბისქვეშ შაშხანა. ხუროშვილი თბილისში 18-ში ჩამოფრინდა და რადგან თვითმფრინავით შაშხანას ვერ ჩამოიტანდა, აშკარა იყო, რომ იარაღი მას თბილისში დაახვედრეს. ქორბუდაშვილი მილიციის აგენტი იყო და დავალებული ჰქონდა სტუმრების ოთახების ჩხრეკა. მილიცია ხუროშვილს 19 მაისიდან უთვალთვალებდა. ის კი მთაწმინდაზე ტრიალებდა, სასროლ ადგილს ეძებდა და მილიციის ანალიტიკოსებმა ამ ინფორმაციების გაშიფვრის საფუძველზე დაადგინეს, რომ ბიატოლნისტის სამიზნე ედუარდ შევარდნაძე უნდა ყოფილიყო, რაშიც ხუროშვილი საკმაოდ „მკაცრი“ დაკითხვის შემდეგ გამოტყდა, თუმცა მეტის თქმა აღარ აცადეს.


შეთქმულება



საეჭვო გარემოებამ, იმან, რომ იარაღი თბილისში დაახვედრეს, განსაკუთრებით კი ხუროშვილის სიკვდილმა, გამოცდილი გამომძიებლები შეთქმულების ვერსიამდე მიიყვანა. მიუხედავად დამატებითი სამხილების არქონისა, ხუროშვილის სუიციდის არავის სჯეროდა. ამიტომ, სასწრაფოდ მოიკითხეს ციხის ზედამხედველი იონა კურდღელაშვილი, რომელიც ზუსტად საღამოს 6 საათზე გამოიცვალა და გაუჩინარდა. 2 კვირის შემდეგ კურდღელაშვილის ცხედარი გომბორზე, ტყეში აღმოაჩინეს. მას კეფის არეში საფანტით ახლო მანძილიდან მიყენებული, სასიკვდილო ჭრილობები აღმოაჩნდა. მისი გვამი ნახევრად შეჭმული იყო გარეული ცხოველების მიერ, მაგრამ იდენტიფიკაცია მაინც მოხერხდა და რადგან ყველაზე რეალური ვერსია შეთქმულება იყო, გამოძიება მსხვილ იატაკქვეშა საქმოსნებზე, ძმებ კახელაშვილებზე გასვლას ცდილობდა(გააგრძელეთ >>> კითხვა)



სხვა ისტორიები " კრიმინალური არქივიდან " იხილეთ ამ ბმულზე

4
1802
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1802
  
2022, 18 ოქტომბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 12 ოქტომბერი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4