სხვა აშშ-ს ისტორიაში ლატარეის ბილეთმა ყველაზე დიდი თანხა მოიგო-1,5 მილიარდი$+დაწყევლილი Powerball-ი 2016, 14 იანვარი, 20:21 ![]() ცნობილი გახდა ბილეთის მფლობელიც, იგი გახლავთ ადგილობრივი მაცხოვრებელი ერიკ ბრეგი, მან მაშინვე დადო Twitter-ში ფოტო და მომხმარებლებს გაუზიარა თავის სიხარული, ამასთანავე ყოველი მის გვერდის გამომწერს შეპირდა 1000$, ამის გარდა კიდევ შემთხვევით შერჩეულ 1000 ადამიანს იგივე თანხას. 1, 59 მილიარდი დოლარი შეუძლია მოგებულმა ერთბაშად გაიტანოს, ან 29 წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ, თუ ერთბაშად გაიტანს მოგებული თანხა 930 მილიონ დოლარამდე შემცირდება. ლატარეა Powerball-ი აშშ-ს 44 შტატში თამაშდება, მისი ფასი 2$-ია.აქედან ყოველი გაყიდული ბილეთის 50% მოგებულზე გაიცება, 40$ განათლებაში იდება, ხოლო 10% ადმინისტრაციულ ხარჯებს ხმარდება.თუმცა შესაძლოა სხვა მოგებულებიც გამოჩნდნენ და თანხა მათზეც გადანაწილდეს. დაწყევლილი Powerball -ი ![]() 47 წლის ფლორიდელმა აბრაჰამ შექსპირმა 2006 წელს 30 მილიონი$ მოიგო, მოგებისთანავე შექსპირს მუდმივად აწუხებდნენ მეგობრები და ნათესავები და ფულს სთხოვდნენ.რამდენიმე ხნის შემდეგ შექსპირმა გაიცნო გოგონა სახელად დორის მური, იგი შეპირდა, რომ მოაშორებდა აბეზარ ნათესავებს, თუ მის სახელზე ფულს გადარიცხვადა. ამის შემდეგ აბრაჰამსი უკვალოდ დაიკარგა, მისი გვამი მხოლოდ 2 წლის შემდეგ აღმოაჩინეს მისავე უკანა ეზოში ჩაბეტონებული.2012 წელს დორის მური დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ![]() ჯეკ უიტეკერმა დასავლეთ ვირჯინიიდან სანამ ლატარეაში 315 მილიონ $-ს მოიგებდა, უკვე მილიონერად ითვლებოდა.მამაკაცმა თანხის უმეტესობა ქველმოქმედებას მოახმარა, ააშენა ეკლესიები, თანხით დაეხმარა მცირეშემოასვლიან ოჯახებს და ა.შ. ამის შემდეგ უიტეკერის ცხოვრება ნელ-ნელა დაინგრა, გალოთდა, მოხვდა სასამართლოში ძალადობის გამო.ორჯერ მოპარეს მსხვილი თანხა:200 ათასი$ და 545 ათასი$.მისი შვილიშვილი გოგონა, რომელსაც ჯეკი ყოველკვირეულად 2, 100 $-ს აძლევდა ნარკოტიკების დიდი დოზის მიღების შემდეგ გარდაიცვალა(თავის შეყვარებულთან ერთად), ხოლო უიტეკერის ქსლიშვილი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.ამასწინდელ ინტერვიუში უიტეკერმა განაცხადა:"ვწუხვარ, რომ მოგებული ბილეთი არ დავხიე." ![]() ნარკომანის და კრიმინალის დევიდ ლი ედვარდის ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც 2001 წელს 27 მილიონი$ მოიგო.მამაკაცმა მაშინვე იყიდა უზარმაზარი სასახლე 1, 6 მილიონ $-ად, სამი ჯიშიანი ცხენი, კერძო თვითმფრინავი, "Lamborghini Diablo" და სხვა.თუმცა ჩვევა ჩვევად დარჩა.ედვარდსი და მისი ცოლი დაუბრუნდნენ ნარკოტიკებს, ისინი რამდენჯერმე დააკავეს სამართალდამცავებმა. რამდენიმე წლის შემდეგ ყოფილი მილიონერი ადამიანის ექსკრემენტებით გარშემორტყმულ გარაჟში ცხოვრობდა.გარდაიცვალა ჰოსპიტალში 58 წლის ასაკში. ![]() ![]() ![]() 1068 8-ს მოსწონს 1-ს არა
|