ტექნოლოგიური სიახლეები შეიქმნა ჩემოდანი,რომელიც პატრონს უკან თავისით მიყვება(ვიდეო) 2016, 13 იანვარი, 15:46 ჩემოდანი აღჭურვილია კამერით და Bluetooth-მოდულით, იმისთვის, რომ "იცნოს" პატრონი და ჩაერთოს მისი მობილურის გაჯეტში.
კომპანია NUA Robotics-მა CES 2016-ის გამოფენაზე წარმოადგინა ახალი სმარტფონი-ჩემოდნის პროტოტიპი, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს პატრონი და მას უკან გაჰყვეს. ჩემოდანი ჯერ კიდევ გამოცდის პროცესშია.თუ გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა, კომერციული ვერსია უკვე მიმდინარე წელს გამოჩნდება მაღაზიებში. კომპანიიის უფროსის, ალექს ლიბმანის განცხადებით, ტექნოლოგია, რომელიც ჩემოდანზე გამოცადეს, შეიძლება ანალოგიურად გამოვიყენოთ დიდ სუპერმარკეტებში ურიკებზე, ამით პირველ რიგში ფიზიკურად შეზღუდულ ადამიანებს და მოხუცებს გაუადვილდებათ შენაძენის წაღება. 146 9-ს მოსწონს 1-ს არა
|