საზოგადოება ფაქტები ადამიანის თმების შესახებ 2016, 13 იანვარი, 11:05 მამაკაცებს შორის 60-70% იტანჯება თმის ცვენით, ქალებში კი ეს 25 % ემუქრება რადგანაც ქალების თმის ძირები ორჯერ უფრო ღმად არის ვიდრე მამაკაცების. ჩვენი ორგანიზმის 95% დაფარულია თმებით. თმა არ იზრდება მხოლოდ ხელის და ფეხის გულებზე დანარჩენ ადგილებში კი ყველგან, ზოგგან ეს შეუმჩნეველია მაგრამ მაინც. თმა 97% ცილებისგან შედგება დანარჩენი 3% კი წყლის შემცველობაა თმის ღერები განთავსებულია 250-300 ცალი 1 კვადრატულ სანტიმეტრზე. თმა ძალიან ელასტიურია, ის შეიძლება დავაგრძელოთ 1/5 -ით, საოცარია მაგრამ ამის შემდეგ ის თავის პირვანდელ სიგრძეს უბრუნდება ჩვენი თმები დღე-ღამის განმავლობაში იზრდება 0, 35 სმ. ერთ წელიწადში დაახლოებით 12 სანტიმეტრს იმატებს. მთელი ცხვრების მანძილზე კი დაახლოებით 7, 6 მეტრს იმატებს. ყოველდღიურად ვკარგავთ თმას, ზრდასრულის ადამიანი საშუალოდ 100-200 ღერ თმას კარგავს დღეში.ბავშვი კი 50-80 თმის ღერს. თუკი შეატყეთ რომ ამაზე მეტ თმას კარგავთ დღის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ქერა თმის მატარებლები უფრო მეტ თამს ატარებენ, დაახლოებით 150000, ვიდრე მუქი ფერის, 100000. წითურებს კი 80000 თმის ღერი აქვთ მხოლოდ. თმის ზრდა ადამიანს დედის საშვილოსნოშივე ეწყება. დაახლოებით მე-4-მე-5 თვეში. თმის სიმკვრივე შეგვიძლია ალუმინის სიმკვრივეს შევადაროთ, ერთი თმის ღრს შეუძლია 100-200 გრამამდე მასა აიტანოს. მთელი ცხოვრების მანძილზე, თმის ერთი ძირიდან იზრდება 20-30 თმის ღერი. ყველაზე სწრაფად თმა ზაფხულში იზრდება. ძილშიც უფრო სწრაფია მათი ზრდა და ასაკობრივად კი თმა ყველაზე სწრაფად 14-24 წლების შუალედში იზრდება. ქალის კოსა დაახლოებით 200000 თმის ღერს შეიცავს. ასეთი საშუალო ზომის კოსას შეუძლია 20 ტონა მასა აიტანოს. ძველ დროში ქალის თმებისგან აკეთებდნენ თოკს რათა დიდი დატვიღტვის მასა ეტარებინათ. 200 12-ს მოსწონს
|