x
image
ნანუშკი ნანა
22 სექტემბერი, ქარის მოტანილი უმისამართო წერილების დღე ანუ ვაკეთოთ სიკეთე ერთად
image




სიკეთეზე ათასობით იგავია, სიკეთის კეთება ხომ ასეთი სასიამოვნოა, მაგრამ ხშირად როდესაც ღამე შენს თავთან მარტო რჩები აცნობიერებ რომ არაფერი გაგიკეთებია იმ დღეს ისეთი რაც გულს გაგითბობს და თუნდაც რამოდენიმე საათით კარგ ხასიათზე
დაგაყენებს.

image



თანაც სიკეთეს მაშინ აქვს ფასი და ძალა როდესაც მას უანგაროდ ვაკეთებთ, და არც ამის შემდეგ ვიწყებსთ მოყოლას რა გავაკეთეთ, რა მაგრები ვართ.


image





ოტია იოსელიანს უთქვამს ზუსტად :


-„ ნუ იცით, მე ეს ვქენი, მე ის ვქენი, ეს გავაკეთე და ის გავაკეთეო! თუ შენს მეტი არავის დაუნახავს რა გალაპარაკებს და თუ დაინახა ვინმემ-ის იტყვის! „


ბერი გაბრიელი კი მოგვიწოდებს რომ საჭმელზე მეტად ადამიანები გვიყვარდეს!

image



მართლაც ასეა, ვაკეთოთ სიკეთე, ჩვენ 22 სექტემბერს კიდევ ერთხელ გვეძლევა ამის შანსი, ეს ტარიღი უმისამართო წერილების დღეა, დაწერეთ პატარა ბარათები, წერილები და დატოვეთ სკევერბში სადარბაზოებში, სახლებთან.

თუნდაც ასეimage



წარმოიდგინეთ რამდენ ადამიანს გაახარებთ და გაუთბობთ გულებს. 22 სექტემბრამდე საკმაოდ ბევრი დროა იმისთვის რომ კარგად დავფიქრდეთ, მოვიმარჯვოთ საწერი კალმები და ფურცლები და მივწეროთ ერთმანეთს
წერილები. დაფიქრდით შეიძლება თქვენმა მიწერილმა წერილმა წლების მანძილზე იცოცხლოს, ადამიანი რომელიც ამ წერილს მიიღებს რამდენჯერაც გაახსენდება აუცილებლად გაეღიმება.

image

გისურვებთ წარმატებებს და თქვენც მიგეღოთ წერილი რომელიც დიდხანს გაგითბობთ გულებს .











0
102
8-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0