x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ათეიზმი

image

განსაზღვრება:ათეიზმი(ბერძნულად-άθεος-ღმერთის გარეშე) ფართო გაგებით-მსოფლმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას.ვიწრო გაგებით-რწმენა იმისა, რომ ღმერთები არ არსებობენ.ათეიზმის საპირისპიროა თეიზმი, ანუ მინიმუმ ერთი ღმერთის რწმენა მაინც.


ათეისტის ქართული შესატყვისია ურწმუნო (და არა უღვთო, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის შეხედულებებს).




ეტიმოლოგია-ადრეულ ძველბერძნულ ენაში ზედსართავი ἄθεος ნიშნავდა "ღმერთის გარეშე", ღმერთის უარყოფას.



ჩვ.წ. აღრიცხვამდე V საუკუნეში ეს სიტყვა ნიშნავდა განზრახ ღმერთის უარყოფას.პირველად ციცერონმა მოახდინა ბერძნულიდან ლათინურად სიტყვის ტრანსპლანტაცია atheos, ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენებოდა ქრისტიანებს და კერპთაყვანისმცემლებს შორის დებატების დროს.


კარენ არმსტრონგი წერდა, რომ "მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეებში, სიტყვა ათეისტი გამოიყენება მხოლოდ პოლემიკაში....ტერმინი ათეისტი იყო შეურაცხმყოფელი და არავის აზრად არ მოუვიდოდა თავის თავისთვის ათეისტი ეწოდებინა".


ტერმინი თანამედროვე გაგებით, მხოლოდ XIX-XX საუკუნიდან წამოვიდა.


ფართო განმარტება:არათეისტური მსოფლმხედველობის გამარტივებული განსაზღვრება თეოდორ დრანჟემ შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:


ათეისტი: "მე არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს" აგნოსტიკი: "მე არ ვიცი, ღმერთი არსებობს თუ არა". იგნოსტიკი: "მე არ მესმის, რას ნიშნავს, როცა ამბობენ, "- ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს ".



სუსტი და ძლიერი ათეიზმი-ეს ტერმინი არც თუ ცოტა ხნის წინ დამკვიდრდა.ფილოსოფოსები ენტონი ფლუ და მაიკლ მარტინი გამოარჩევენ ამ ორ ძირითად მიმართულებას.ძლიერი ათეისტი, -რომელსაც ღრმად წამს, რომ ღმერთი არ არსებობს, ხოლო სუსტი ათეისტი, -რომელიც აღიარებს თეიზმის სხვა ფორმების არსებობას.ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ სუსტი ათეისტს არ წამს ღმერთების, ეკლესიის, თუმცა ზებუნებრივი ძალების რაღაც ფორმებს მაინც აღიარებს.


image

ათეიზმი და მეცნიერება-თქვენ არ შეგიძლიათ მეცნიერულად დაამტკიცოთ, რომ ღმერთი არ არსებობს, რადგან არ არსებობს ლოგიკური გზა ამის დასამტკიცებლად.არ შეიძლება იმის დამტკიცება, რომელიც კვლევას არ ექვემდებარება.უფრო მარტივად, რომ ვთქვათ მეცნიერებამ შეიძლება დაამტკიცოს, რომ მთვარეზე სიცოცხლე არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია ივარაუდოს, მაგრამ ვერ დაამტკიცოს არსებობს თუ არა სიცოცხლე დანარჩენ სამყაროში.ამიტომ ათეისტების მტკიცებულება ღმერთის არარსებობის შესახებ შეიძლება განვიხილოთ რწმენა იმის შესახებ, რის დამტკიცებაც შეუძლებელია.


განმანათლებლობის ხანიდან მოყოლებული მეცნიერების წინსვლა საშუალებას იძლევა სულ უფრო და უფრო დამაკმაყოფილებლად აიხსნას სამყარო ღმერთის (ცნების) მოუშველებლად. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ცნობილი გასაუბრება ნაპოლეონსა და პიერ სიმონ ლაპლასს შორის:

ნაპოლეონი : ბატონო ლაპლას, თქვენს სისტემაში ვერსად წავაწყდი ღმერთის ხსენებას.

ლაპლასი : ეგ ჰიპოთეზა არ დამჭირვებია.


მეცნიერების განვითარების კვალად წარმოჩნდა ისეთი მოვლენები და
ცნებები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა სამყაროს ახსნა ღვთიური
ჩარევის გარეშე.

მეცნიერული ათეიზმი განისაზღვრება როგორც მიდგომა, რომლის მიხედვითაც რწმენის როლი სამყაროს ახსნაში ძალადაკარგულია.



ათეიზმი თანამედროვე მსოფლიოში-ათეისტური განწყობა განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება. თუმცა არის გამონაკლისიც.მაგალითად შეერთებული შტატები(16, 1%) და კანადა(16.2%).სულ სხვა მდგომარობაა ღატაკ განუვითარებელ ქვეყნებში.როგორც წესი, ღარიბი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რელიგია.


ყველაზე ათეისტურ ქვეყნების რეიტინგს ლიდერობს ესტონეთი(75.7%), შემდეგია შვედეთი(65.5%), ჩეხეთი(64.3%), ვიეტნამი(63.5%) და დანია(61.5%).რაც შეეხება ჩინეთს, მათი რეიტინგი სხვადასხვა კვლევით 8-დან 90 პროცენტამდე მერყეობს(საშუალოდ 50, 5%)


ყველაზე არაათეისტური ქვეყნებია:აზერბაიჯანი(1.2%), ირანი(1.1%), უგანდა(1.1%), ნიგერია, (0.7%)ბანგლადაში(0.1%).

image

ათეისტური მსოფლიო რუკა.





ათეისტურად განწყობილი ცნობილი ადამიანების გამონათქვემები:


ვუდი ალენი-“შენთვის მე ათეისტი ვარ, ღმერთისთვის კი ლოიალური ოპოზიცია”


ჰენრი იუნგმანი-“მე ერთხელ მინდოდა გავმხდარიყავი ათეისტი, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან მათ დღესასწაულები არ აქვთ”


ჯეინ ვაგნერი-“ერთადერთი რაზეც არ ვნერვიულობ არის ის, არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ მივხვდი, რომ ღმერთს ალცჰაიმერის დაავადება სჭირს და დაავიწყდა, რომ ჩვენ ვარსებობთ”


მარკუს ავრელიუსი-"იცხოვრე კარგად. თუ ღმერთები არიან და არიან სამართლიანნი, მაშინ
მათ არ უნდა აინტერესებდეთ რამდენად ღვთისმოშიში იყავი, არამედ მხოლოდ ის
რამდენად ღირსეულად იცხოვრე. თუ არიან ღმერთები და ისინი უსამართლონი
არიან, მაშინ არ უნდა გსურდეს მათი თაყვანისცემა. თუ ღმერთები არ არიან,
მაშინ შენ უბრალოდ გაქრები, მაგრამ გექნება კეთილშობილურად ნაცხოვრები და
იარსებებ შენი საყვარელი ადამიანების მოგონებებში. მე არ მეშინია”.


მეტიუ არნოლდი-“ყველა ბიბლიური სასწაული თანდათან გაქრება მეცნიერების განვითარებასთან ერთად”


აიზეკ აზიმოვი-"მე არ მაქვს დამამტკიცებელი საბუთი, რომ ღმერთი არ არსებობს,
მაგრამ იმდენად დიდი ეჭვი მაქვს რომ არ არსებობს, რომ არ მინდა ამაზე დროის
დაკარგვა”


დონალდ მორგანი-“ბიბლიის დაკვირვებით კითხვა და მისი გაგება, არის პირდაპირი გზა ათეიზმისკენ”

image

2
356
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
356
  
2018, 25 ივნისი, 0:13
მართალია მეცნიერება კონკრეტული მაგალითებით ვერ დაამტკიცებს ღმერთის არსებობა არარსებობას მაგრამ საბუნების მეტყველო მეცნიერებებში არის ისეთი თეორიები რომლის თანახმადაც რთულია არ უარყო ღმერთი ასეთია მაგალითად ბიოლოგიიდან ევოლუცია რომელიც პირდაპირ უარყოფს ბიბლიას და ანუ შესაბამისად ღმერთსაც ასევე დიდი აფეთქების თეორია და ასევე არამარტო ათეისტები არამედ ნებისმიერი მრწამსის ადამიანი ითვლება იმ ადამიანად რომელსაც წამს ისეთი რაღაც რისი დამტკიცებაც შეუძლებელია ასევე მომეწონა აიზეკ აზიმოვისა და მეტიუ არნოლდის გამონათქვამები რომლებიც ზუსტად ასახავს რეალობას კარგი ნამუშევარია
2016, 13 იანვარი, 14:48
კარგი ნამუშევარია
0 1 2