x
image
lady.ge
რატომ არ გვინდა სექსი?
image თუ გიჭირთ გაიხსენოთ ბოლოს როდის გქონდათ სექსი, აუცილებლად გამონახეთ 10 წუთი და დაფიქრდით, რით არის ეს გამოწვეული

1. უკმაყოფილების გრძნობა

ქალებს გულთან ახლოს მიაქვთ ყველა კამათი და წყენა, განსაკუთრებით ოჯახში მომხდარი. მათ არ შეუძლიათ თავი მოაჩვენონ, რომ პატივმოყვარეობა არ ელახებათ მათ განუმეორებლობაში მცირედი ეჭვის შეტანისას.

ამიტომ თუ მამაკაცი მოუქნელად შეეხება ქალის ნიჭს და შესაძლებლობას, გასაკვირი არ არის, რომ სექსი ერთი კვირა აღარ იქნება.


ქალები ქვეცნობიერად ინახავენ მიღებულ წყენას და შურს იძიებენ დამნაშავის მიმართ ხელმისაწვდომი გზით-უარს ამბობენ სექსზე, მაგრამ ეს პირდაპირი ფორმით არ ხდება-„შენ მაწყენინე, ამიტომ პრინციპის გამო სექსი არ იქნება“, არამედ შენიღბულად „ შენ არ გიყვარვარ, ამიტომ არ მინდიხარ“.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, აიღეთ მცირე ტაიმ-აუტი და დაფიქრდით თქვენ ურთიერთობაზე მამაკაცთან. შესაძლოა თქვენ სერიოზული პრეტენზია გაქვთ, რომელიც ბოლო ჩხუბთან უშუალო კავშირში არ არის. სანამ არ აღმოფხვრით თქვენი გაღიზიანების მიზეზს, ნებისმიერი წვრილმანი ტრაგედიად იქცევა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა ოჯახური წყვილისთვის არ არის ოჯახური სკანდალი სექსზე უარის თქმის მიზეზი-ზოგიერთები პირიქით ჩხუბის შემდეგ სიყვარულს განსაკუთრებული აზარტით მიეცემიან.

2. ნაცნობი სცენარი

წყვილი, რომელმაც გადალახა სამწლიანი თანაცხოვრების ზღვარი, აკეთებს დასკვნას, რომ სექსში ყველაფერი ამოწურა და ახალი აღმოჩენები მოსალოდნელი არ არის. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს სასიყვარულო გზნებას და სექსი დაბადების დღეზე ოდნავ ხშირი მოვლენა ხდება.

ამის თავიდან ასაცილებლად, კონტროლი აიღეთ საკუთარ ხელებში და ოსტატურად შეინარჩუნეთ ინტერესი ინტიმური ცხოვრებისადმი.

ნუ დაელოდებით, რომ სურვილი თავისით წარმოიქმნება-სიტუაცია წააგავს სპორტულ ვარჯიშს: რამდენჯერმე იგნორირებას გაუკეთებთ სპორტდარბაზში წასვლას, ძალიან გაგიჭირდებათ იქ ხელახლა შეხედვა.

ამიტომ სექსისადმი ინტერესის ინიცირება უნდა მოახდინოთ. მაგ. შეიძინეთ აფროდიზიკი -სუნამო, გაიკეთეთ ბრაზილიური ეპილაცია, ერთობლივად უყურეთ ეროტიკულ ფილმს ან ესაუბრეთ საკუთარ ფანტაზიებზე.

3. დაღლილობა

დაღლილობა და სტრესი ჩვენი მუდმივი თანამგზავრი გახდა. ხშირად ისინი ქმნიან სერიოზულ ბარიერს რეგულარული და მშვენიერი სექსისთვის. თუ მათ თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ, მათი შედეგების მინიმიზირება მაინც შეგვიძლია.

გულთან ახლოს ნუ მიიტანთ უსიამოვნებას სამსახურში და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს: იარეთ აუზზე, დაკავდით იოგათი, საღამოობით აანთეთ არომალამპა და მიირთვით ბალახის ჩაი.

დაღლილობა და ნერვოზულობა ღრმავდება მშფოთვარე ძილით და ფიზიკური დატვირთვის უქონლობით. თავს მოდუნებულად გრძნობთ და არანაირ სექსზე არ ფიქრობთ. ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელად დღის განაწესში ჩართეთ ფიზიკური აქტივობა.

თუ სპორტდარბაზში წასვლა მეტად რადიკალურ ზომად მიგაჩნიათ, დაიწყეთ ხელთ არსებული საშუალებებით და უარი თქვით ლიფტზე სახლსა და სამსახურში.

რაც შეეხება ძილს, ის საკმარისი ოდენობის უნდა იყოს-6 საათი მაინც დღე-ღამეში (იდეალურია 8 საათი). აუცილებლად დაიძინეთ განიავებულ ოთახში-სუფთა ჰაერი ხელს უწყობს ხარისხიან მოდუნებას.

4. ვიტამინების ნაკლებობა

სექსუალური სურვილი მეტად ფაქიზია, ამიტომ მეტად მტკივნეულად რეაგირებს სხვადასხვა ექსპერიმენტზე, პირველ რიგში-კვებასთან დაკავშირებულზე. თუ თქვენ ორგანიზმს არ ყოფნის გარკვეული ნივთიერება, მას ვერ აიძულებთ სექსს ვერანაირ პირობებში. ამიტომ გააკონტროლეთ, რომ თქვენ რაციონში აუცილებლად იყოს:

-ცილა-(ხორცი, კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები)

-კალიუმი (ბრინჯი, თხილი, ბანანი)

-რკინა (ღვიძლი, წიწიბურა)

-ვიტამინი C – (პომიდორი, ასკილი, ფორთოხალი)

-ვიტამინი E- (სალათის ფურცლები, ზეითუნის ზეთი)

თუ ტკბილეულის მოყვარული ბრძანდებით, აირჩიეთ მწარე შოკოლადი-ის რძიანზე სასარგებლოა და ამასთან შესანიშნავი აფროდიზიაკია. თუმცა არ გადააჭარბოთ, ზედმეტი ჭამა ხელს არ უწყობს სექსუალურ სურვილს.

12
20335
21-ს მოსწონს
6-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
20335
  
2013, 26 აპრილი, 20:17
შენ წარმოიდგინეჩემო მეამეა,რომ როდესაც კარგი და ჯამრთელი სექსი გაქვს ,მაშინ გგონია რომ ბედნიერება სექსში არ არის,როდესაც არ გაქვს ..მაშინ ხვდები რომ მთელი ბედნიერება სულიერი სიმშვიდე,სიხალისე,კარგი ფერი და ხასიათი -სექსია:)
ერხლა ბედნიერებას შვილებში ნუ ავურევთ :))
2013, 25 აპრილი, 17:51
ცივსისხლიანობა არაფერს შუაში არ არის აქ, ეტყობა სტატია კარგათ ვერ წაგიკითხავს, ვიტამინების ჩამონათვალი აღგზნების მისამართით არ ყოფილა. ბედნიერება კი მხოლოდ სექსში არ არის...
2013, 10 მარტი, 0:42
კარგი მანქანა და ფულია ჩემი მიზეზი თორე სექსი სუ მინდა :D
2013, 3 მარტი, 18:59
ოოო კარგით რაა ხალხო რა არის ამაში ცუდი და გაუგებარი
ჩემი აზრიტ ამაში უზრდელობა არაფერი არ არის :***
2013, 11 თებერვალი, 11:04
გამაგიჟებს ეს ხალხი. მე მგონი სტატია არც ერთს არ წაუკითხავს, გადაათვალიერეს ზედაპირულად და ისე დაყარეს კომენტარები:):)
2013, 13 იანვარი, 17:15
rogor. ge ზე შეგიძლია ნახო უკეთესი ვარიანტი ;)
2013, 13 იანვარი, 17:07
<b>საინტერესოა :)</b> მაგრამ ცოტა [b]გაუგებარი[/b]
2012, 26 დეკემბერი, 18:56
გამაცინა:D:D სკლეროზი კი არ მაქვს,სიყვარულიტ ვკავდებით ყოვეოლ დღე,დილით საღამოს,და ეს არის ბედნიერება:)))თუ ქალი ან კაცი ცივსისხლიანია და არაფერი აღელვებს და აღაგზნებს პამიდორი და კივი უშველის ვითომ?:D:D:D
2012, 10 ნოემბერი, 19:41
ქართველ ქალებს სულ დაკარგული აქვთ სექსის სურვილი...სოციალური და ეკონომიკურ მიზეზთა გამო ალბათ....
2012, 6 აგვისტო, 19:17
:D:D:D:D:D გეთანხმები ძმაო : D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10