კულტურა შაოლინი -ჩინეთის საიდუმლო ძალა! 2016, 12 იანვარი, 11:44 უძველეს ბუდისტურ მონასტერ შაოლინს აღმოსავლური ორთაბრძოლების აკვანს უწოდებენ. შაოლინელი ჟამთააღმწერლის გადმოცემით, მონასტრის სახელწოდება მისი ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით მთა შაოშიზე მდებარე მონასტერს ნიშნავს. სუნშანის მთებში მდებარე შაოლინი ამჟამად ერთადერთი მონასტერია, თუმცა ადრე ჩინეთში ამავე სახელწოდების 10 მონასტერი არსებობდა. რამოდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ იუნესკო შაოლინის მონასტრის კულტურის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
შაოლინის მონასტრის ბერების მიერ შემომუშავებული ახალი კონგ-ფუს ტექნიკები საბრძოლო ხელოვნების უახლესი დონეა. შაოლინის ბერების აზრით მათი ძალა გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ გონებიდან, აქედან გამომდინარე მათ სხეულის გამოყენებით შეუძლიათ საოცარი ილეთების წარმოშობა. მათთვის შეუძლებელი თითქმის არაფერია. მოქმედებების დიზაინი სხვა საბრძოლო ხელოვნებასთან შედარებით საოცრად განსხვავებულია. მათი ორგანიზება ეფუძნება ძველ ჩინურ სამედიცინო განათლებას. მათი მოქმედებები ყველანაირად ეწინააღმდეგება ადამიანის შესაძლებლობებს, რომელიც სხეულითაა შესაძლებელი. ტექნიკები აწყობილია გამძლეობაზე, ძალაზე და ორგანიზმის ბალანსირებაზე. ისინი თავდაუზოგავად ვარჯიშობენ და უძლებენ სასტიკ ტკივილებს, რასაც ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებს. შაოლინის ბერებს სჯერათ, რომ მათი გამძლეობა მათ სულზეა დამოკიდებული. ნახეთ იმ წარმოუდგენელი ტექნიკებიდან რამოდენიმე... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1161 13-ს მოსწონს
|