ვინ არიან ლუციფერი და არამინი? და ვინ არის ანტიქრისტე? - ლეგენდები და თეორიები ყველაზე დიდი დაპირისპირების შესახებ
ლათინურად სიტყვა „Lucifer“, რაც ნიშნავს „სინათლის მომტანს“. «სინათლის მატარებელი», დილის ვარსკვლავის, პლანეტა „ვენერა“ დასახელება, ”განთიადის შვილი”.
ლუციფერი — სახელი, რომლითაც მოიხსენიება რამდენიმე მითოლოგიური არსება და რომელსაც ქრისტიანულ სარწმუნოებაში განდგომილ ანგელოზს, სატანას, უწოდებენ. განდგომილ ანგელოზზე მითითება მომდინარეობს ბიბლიისტექსტში (ისაია 14:3-20) ნახსენები წინადადების ინტერპრეტაციაზე, რომელშიც ვინმე, სახელით „ცისკრის ვარსკვლავი“ (ლათ. Lucifer) ზეციდან ჩამოგდებულად მოიხსენიება. იგივე ლათინური სიტყვა არის გამოყენებული დილის ვარსკვლავის აღსანიშნავად პეტრეს სახარებაში და სხვაგანაც, თუმცა მას სატანასთან კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, მრავალ გვიანდელ წერილებში ეს ლათინური სიტყვა თარგმანის გარეშეა გამოყენებული, როგორც სატანის ზუსტი სახელი.
არიმანი ადამიანის მოძულე არსებაა, რომლიც უმნიშვმნელოვანესი მისია ადამიანთა ტოტალური გათიშვა, დაზოიმბირება და მართვაა. ის ვერ იტანს ადამიანს. საერთოდ სიტყვა “სატანა” უფრო შეეფერება მას ვიდრე “ეშმაკი” რადგან ეს უკანასკენლი უფრო ლუციფერული საწყისია.არიმანი შუა საუკუნეების ქრისტიანულ (მათ შორის ბიზანტიურ წყაროებში, იუსტინიანეს დროს) მოიხსენიება როგორც ბოროტი სული აჰრიმან. ამის შესახებ წერია აღმოსავლურ რელიგიურ წყაროებშიც. განსაკუთრებით კარგად კი არიმანის საკითხს ავრცობს რუდოლფ შტაინერი, გერმანელი რელიგიათმცოდნე, ფილოსოფოსი და მეცნიერი. ნიცშეს ფილოსოფია გაკვრით ახსენებს არიმანს, თუმცა ხანდახან ლუციფერულსა და არიმანულ საწყისებს ან ერთ არსში მოიხსენიებს ან საერთოდ უარყოფს.
--------------------------------
ხშირად ეშმაკს წარმოგვისახავენ როგორც რქებიან, ჩლიქებიან, თმებიან, გაბრუძგნულ, წიელთვალება არსებად რომელიც მუდმივარ დაპირისპირებულია ღმერთთან, და ბოროტ ძალებს უდგას სათავეში. მისი მიზანი სიკეთის განადგურება და ბოროტების გამარჯვებაა რასაც უნდა მოჰყვეს ტოტალური მორჩილება და მართვა. აღნიშნული თეორია სავარაუდოდ მცდარია.
რეალურად რთული წარმოსადგენია ეშმაკსა და ღმერთს შორის მიმდინარეობსდეს მუდმივი ბძოლა რომელსაც არ ჰყავს გამარჯვებული. ესეთი შეხედულება მიგვიყვანდა ერთგვარ აბსურდამდე, რადგან ვიცით, რომ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლისმცდონეა და მის გარეშე არაფერი ხდება. ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ეშმაკი კი არ (ან უბრალოდ ვერ) ებრძვის ღმერთს, არამედ ღვთის მიერ მოცემული აბსოლუტური თავისუფლების გამოხატულებაა, რასაც მოჰყვა აჯანყება სამოთხეში და შემდეგ დედამიწაზე ჩამომხობა და გაბატონება.
-----------------------------
ვინ არის ანტიქრისტე?
იოანემ თავის ორ წერილში სიტყვა „ანტიქრისტე“ ხუთჯერ გამოიყენა. ის მიუთითებს არსებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება იესოს შესახებ ღვთის სწავლებას; ის შეიძლება იყოს ისიც, ვინც საკუთარ თავს ქრისტეს უწოდებს ან ქრისტეს წარმოგზავნილად მიიჩნევს. ბიბლია ანტიქრისტეს შესახებ სანდო ინფორმაციას გვაწვდის. მაგრამ, როგორც ზოგჯერ ბოროტმოქმედის შემთხვევაში ხდება ხოლმე, მის შესახებ იდუმალებით მოცულ დაუსაბუთებელ ცნობებს უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე ჭეშმარიტებას.
მოციქულ იოანეს დღეებიდან მოყოლებული გავრცელებულია აზრი, რომ ანტიქრისტეს შესახებ იოანეს სიტყვები ერთ კონკრეტულ პიროვნებას ეხება. ხალხი ანტიქრისტედ სხვადასხვა პიროვნებას ასახელებს. საუკუნეების წინათ მრავალი ფიქრობდა, რომ რომის იმპერატორი ნერონი იყო ანტიქრისტე. მოგვიანებით ჰიტლერის მიერ გამოვლენილმა უსაზღვრო სიძულვილმა და ტერორმა მრავალი დაარწმუნა, რომ ის იყო ანტიქრისტე. გერმანელ ფილოსოფოს ფრიდრიხ ნიცშესაც კი უწოდეს „ანტიქრისტე“. სხვებს სწამთ, რომ ანტიქრისტე ჯერ არ მოსულა, მაგრამ გამოჩნდება როგორც გონებამახვილი, უმოწყალო პოლიტიკოსი, რომელიც მთელი მსოფლიოს მმართველი იქნება. მათთვის გამოცხადების მე-13 თავში აღწერილი მხეცია ანტიქრისტე. ისინი ამბობენ, რომ მისი ნიშანი 666 ექნება იოანეს მიერ მოხსენიებულ ანტიქრისტეს, რომელიც მომავალში გამოჩნდება.
„ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს“ (ლუკა 11:23). აქ იესო აცხადებს, რომ ყველა, ვინც თავად მას და ღვთიურ განზრახვას ეწინააღმდეგება, ანტიქრისტეს კლასში ერთიანდება.
მოციქულმა იოანემ დაწერა: „მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჰგავდაავაზას. მისი ფეხები, როგორც დათვისა, მისი პირი, როგორც ლომის ხახა“.