კაბები 18 წლის გოგონა კერავს კაბებს, რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ 2016, 9 იანვარი, 9:21 ანჟელა კლეიტონი-ახალგაზრდა მოდელიერია ლონგ-აილენდიდან. ის ქმნის გასაოცარ კაბებს, რომლებზეც ნებისმიერი გოგონა იოცნებებდა. ნახეთ, რა სილამაზეა! ამ არაჩვეულებრივი სამოსის დანახვაზე თავს ზღაპარში იგრძნობთ.
კერვის ყველა საიდუმლოს ანჟელა თავად დაეუფლა. "-მე მომწონს თავისუფლება თარგების გამოჭრაში, რთული, დამღლელი და სკურპულოზური მუშაობა ისტორიულ კოსტიუმებზე", -ამბობს ახალგაზრდა მოდელიერი. ანჟელას გატაცება კერვით დაიწყო იქედან, როცა მან თავისათვის პირველად შეკერა სამასკარადო კოსპლეი-კოსტიუმი. "- ცოტაოდენი ხნის შემდეგ მე მივხვდი, რომ გაცილებით უფრო მომწონს მუშაობა იმ კოსტიუმებზე, რომლებიც ვიზუალურად სასიამოვნოა ჩემთვის, ვიდრე სტანდარტული კაბების კერვა", - ამბობს ანჟელა. ასე დაიწყო მან ძველი, კლასიკური ტანსაცმლის კერვა. ცოტაოდენი ხნის წინ ანჟელამ საკუთარი არხი შექმნა იუთუბზე, სადაც კერვის გაკვეთილებს ატარებს და დამწყებ მოდელიერებს სასარგებლო რჩევებს აძლევს. ამ კაბას გოგონა 250 საათის განმავლობაში ქმნიდა, აქედან დროის უმეტესი ნაწილი მძივებისა და სხვა მორთულობების დაკერებას დასჭირდა. ამ კაბების შექმნა ანჟელას ბრენდ Marchesa -ს მოდების ჩვენებამ შთააგონა. ამჟამად ანჟელა გატაცებულია შუა საუკუნეების სტილით. ''- ძალიან მიყვარს 1620--30 იანი წლების ინგლისური მოდა და 1860-იანი წლების სამეჯლისო კაბები. მე ყოველთვის დავუბრუნდები რენესანსს, რადგან ეს ეპოქა მდიდარია განსხვავებული სახეებით", -ამბობს ანჟელა. 502 9-ს მოსწონს
|