x
image
მანჩო 777
ვარსკვლავების 25 ყველაზე "გულახდილი" კაბა 2014 წელს (+16)
იმ დროს, როცა ბევრი ვარსკვლავი გულმოდგინედ არჩევს წითელ ხალიჩაზე ჩასაცმელ სამოსს, სკანდალის მოყვარული ცნობილები არაფრად აგდებენ მოდის კრიტიკოსების აზრს და ყურადღების მისაქცევად ცდილობენ, რაც შეიძლება ექტრავაგანტული და უცნაური კაბა მოირგონ. ყოველ შემთხვევაში, მათ ზუსტად იციან, რომ ამის შემდეგ ჟურნალების გარეკანზე მოხვედრა და პოპულარობა გარანტირებული აქვთ. სკანდალის მოყვარულმა ცნობილებმა ისიც კარგად უწყიან, რომ არაფერი არ იქცევს ისე ყურადღებას, როგორც შიშველი სხეული. ამის გამო ზოგიერთმა ვარსკვლავმა მეტად შორს შეტოპა. მათ კაბებს მხოლოდ პირობით შეიძლება დავარქვათ კაბა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ეს სამოსი მათ სხეულის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს უფარავს.

მაშ ასე, მინდა წარმოგიდგინოთ ვარსკვლავების ყველაზე "გულახდილი" კაბები, რომლებშიც ისინი გასულ, 2014 წელს წარსდგნენ საზოგადოების წინაშე.


image





29 წლის ჯეიმი ალექსანდერი ფილმის "ბნელეთის მეუფე" პრემიერაზე წარსდგა ისეთი კაბით, რომ მაყურებელს წარმოსახვის უნარიც კი არ დაუტოვა



image




კამილა ალვესი, 2104 წლის 25 აგვისტო, ლოს-ანჟელესი


image



მიშელ ვარგასი და მისი ზედმეტად თამამი დეკოლტე, 2014 წლის 21 ნოემბერი, ლას-ვეგასი


image




სელენა გომესმაც კი მისცა თავს უფლება ზედმეტად შიშველი წარმდგარიყო მაყურებლის წინაშე, 2014 წლის 7 ოქტომბერი, ლოს-ანჟელესი


image




მსახიობი შეი მიტჩელი "წლის ადამიანისადმი" გამართულ საღამოზე ჟურნალ GQ-ის მიხედვით. 2014 წლის 2 დეკემბერი, ჰოლივუდი


image




გავაგრძელოთ პატრიცია ზავალათი და ნელ-ნელა ავამაღლოთ სიშიშვლის დონე, 2014 წლის 20 ნოემბერი, ლას-ვეგასი


image




წითელკაბიანი ქალები ძალიან საშიშები არიან. წარმოგიდგენთ რიტა ორას კლასიკურ საოცრად ლამაზ კაბაში..ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა, რომ არა არანორმალურად ღრმა ჭრილი, 2014 წლის 25 აგვისტო, ლოს-ანჟელესი


image




იტალიელი მსახიობი მატილდა გიოლი...დახურული გულისპირი კარგია, მაგრამ ქსოვილი რომ ზედმეტად გამჭვირვალეა? 2014 წლის 12 ნოემბერი, ლოს-ანჟელესი


image




კიმ კარდაშიანი და მისი კაბა-პონჩო. მადლობა ვუთხრათ მას იმისათვის, რომ ეს დეკოლტე სხეულის უფრო ხორციან ადგილას არ გაააკეთა. 2014 წლის 24 აგვისტო, ჰოლივუდი


image




მომღერალი რიჰანა amfAR-ის საქველმოქმედო საღამოზე. საქველმოქმედო საღამოსათვის მგონი ზედმეტად თამამი კაბაა, რას იტყვით? 2014 წლის 31 ოქტომბერი


image




პუერტო-რიკოელი ლამაზმანი როზალინ სანჩესი ლათინური გრემის ცერემონიალზე. მისი ასაკისათვის საკმაოდ შეუფერებელია ასეთი

''გულახდილობა". 2014 წლის 20 ნოემბერი, ლას-ვეგასი


image



მაილი საირუსის იმიჯმეიკერი, ეტყობა, მთლად დალაგებული ჭკუის ვერ უნდა იყოს. წინათ ეს თამამი გოგონა ენას უჩვენებდა მაყურებელს, ახლა უკვე მკერდს უჩვენებს. 2104 წლის 31 ოქტომბერი, ლოს-ანჟელესი


image



მომღერალმა რიჰანამ ბოლოს და ბოლოს მიაღწია, იმას, რაც სურდა: გვიჩვენა მთელი მისი გამბედაობა, ეშხი და ..ბეწვეული. 2014 წლის 2 ივნისი, ნიუ-იორკი


imageimage


მსახიობი პოლა პატონი. ასეთ კაბას რომ გვერდი აუარო, უსამართლობა იქნება, მაგრამ ვერც კარგს ვერ ვიტყვით მის შესახებ ვერაფერს. 2014 წლის 25 აგვისტო, ჰოლივუდი


image




დები ლიზა და ჯესიკა ორიგლიასები. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ასეთი რამ მათ მეორედ არასოდეს ჩაეცვათ. 2014 წლის 26 ნოემბერი, სიდნეი


image




ინგლისელი მოდელი ლედი ვიქტორია ჰარვი ამ მეტად თამამ კაბაში წარსდგა Golden Globe 2014-ის ცერემონიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაბა მალავს ყველაფერს, რაც დასამალია, ამასტანავე გვატყობინებს, რომ წითელ ხალიჩაზე საცვლები სულაც არაა საჭირო


image




მირანდა კერი უსაშველოდ ღრმაჭრილიან კაბაში. კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ საცვლები მოდაში აღარაა


image




გვინეტ პელტროუ "რკინის კაცი-3"-ის პრემიერაზე გამოჩნდა კაბით, რომელიც სულაც არ ითვალისწინებდა საცვლების ჩაცმას. კაბის გამჭვირვალე ნაწილი აშკარად აჩენდა, რომ მსახიობს ქვედა საცვალი არ ეცვა


image




ირინა შეიკი ფილმ «All Is Lost»-ის პრემიერაზე ამ თამამი კაბით მივიდა. მასში ლამაზმანი მოდელი შიშველი უფრო ჩანდა, ვიდრე ჩაცმული


image



კენდალ ჯენერი MuchMusic Video Awards-2014-ის ცერემონიაზე


image




მეგი კიუ საკმაოდ თამამ კაბაში


image




ჯენიფერ ლოურენსი ოსკარი-2014 -ის ცერემონიაზე


image




ფილმ "რეალური დიასახლისების" ვარსკვლავი ჯოანა კრუპა


image




და ბოლოს, "საშინელებათა" ლიდერი - ალბანელი პოპ-მომღერალი ბლეონე...მხოლოდ ფარი და მახვილი აკლია მის სამოსს. 2014 წლის 21 ნოემბერი, ლოს-ანჟელესი


image

44
6944
66-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
6944
  
2015, 1 იანვარი, 15:49
ალბათ...აქ ეტყობა თავიდანვე გადაწყვეტილი იყო ყველაფერი:(
2015, 1 იანვარი, 15:47
რომც ყოფილიიყავი დამიჯერე აზრი არ ქონდა....
2015, 1 იანვარი, 15:46
დროის სიმცირის გამო ბოლო დღეებში ვერ შემოვდიოდი საიტზე და ამან უკან დამხია
2015, 1 იანვარი, 15:41
რატო ეგრე მე და მაკაც პირველ მეორეზე გავედით...ძალიან ბევრი წერდა სტატიებს და პირველ 2 კაცში მოხვედრა დიდი წარმატება ჩემი აზრით
2015, 1 იანვარი, 15:40
მადლობა..მაგრამ მე წაგებულად ვთვლი თავს
2015, 1 იანვარი, 15:39
გილოცავ
2014, 30 დეკემბერი, 21:10
კარგია,
2014, 30 დეკემბერი, 17:11
თუ კარგად დააკვირდები დაინახავ რომ კაბის შიგნიდან კანისფერი სარჩული ჩანს ასე რომ..
2014, 30 დეკემბერი, 14:50
საკმაოდ გამომწვევია :P
2014, 29 დეკემბერი, 20:26
კამილა ალვესის კაბა არცისე გამომწვევია მეც კი ჩავიცვამდი დიდი სიამოვნებით
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10