სხვა "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკმა საკუთარი დედა სიკვდილით დასაჯა 2016, 8 იანვარი, 21:37 თვით "ისლამური სახელმწიფოს" სტანდარტების მიხედვითაც კი შოკიმომგვრელია ის ფაქტი, რაც 20 წლის ჯიჰადისტმა ალი საქრ ალ ქასემმა(Ali Saqr al-Qasem ) ჩაიდინა. შემთხვევა "ისლამური სახელმწიფოს" ცენტრში, ქალაქ რაქაში მოხდა.20 წლის ბოევიკმა დედა, 45 წლის ლენა სახალხოდ დასაჯა ათასობით ხალხის თვალწინ ფოსტის შენობის წინ, სადაც დედამისი მუშაობდა. 45 წლის დედა შვილს ემუდარებოდა დაეტოვებინა "ისლამური სახელმწიფოს" რიგები და ქალაქიდან გაქცეულიყვნენ.ალი საქრ ალ ქასემმა ამის შესახებ ISIS ხელმძღვანელობას აცნობა.მათ ქალს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს და მათივე მოთხოვნით ქასემს უბრძანეს დედა სიკვდილით დაესაჯა. 364 7-ს მოსწონს 1-ს არა
|