x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ადამიანების მკვდრეთით აღდგომა 2045 წელს დაიწყება?

image

ამერიკული კომპანია ტვინებს ყინავს, იმისთვის, რომ 30 წლის შემდეგ ისინი ბიონურ სხეულში გადანერგონ.


მუდმივი სიცოცხლისთვის ან სულაც მისი გახანგრძლივებისთვის ყოველთვის ოცნებობდა კაცობრიობა.


დღესღეობით პლანეტის უმდიდრესი ადამიანები და კომპანიები უზარმაზარ თანხებს დებენ იმ პროგრამებში, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას შეეხება.



კომპანია Google უახლოეს მომავალში ამ პროექტისთვის უზარმაზარი თანხის გამოყოფას აპირებს, საუბარია ნახევარ მილიარდ დოლარზე.


Google -ის ვენტურული პროექტების დირექტორმა ბილ მერისმა განაცხადა, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება 500 წლამდე სავსებით რეალურია.


თუმცა ამეირიკელ მეწარმეს ჯოშ ბოკანეგრას( Josh Bocanegra) სრულიად სხვა ამბიციური გეგმები აქვს.იგი აპირებს ადამიანების მკვდრეთით აღდგომას, ხოლო პერსპექტივაში მათ უკვდავებას ჰპირდება.

როგორც ცნობილია მეცნიერების უმეტესობა დაბერების პროცესის შესაჩერებლად ცდილობს გატეხოს ადამიანის გენეტიკური კოდი და უჯრედების დაბერების პროცესის ბლოკირება მოახდინოს.


ბოკანეგრა სხვა გზით აპირებს წასვლას, რატომ ვიბრძოლოთ მთელი სხეულის გადარჩენისთვის, როდესაც მთელი ჩვენი ცნობიერება ტვინშია განთავსებული?ამიტომ შესაძლებელია შევიმუშაოთ ტვინის ამოღების ტექნოლოგია და მისი ინტეგრირება მოვახდინოთ ბიონურ სხეულში, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შეიქმნას "ავატარი", როგორც ამავე სახელწოდების ცნობილ ჰოლივუდურ ფილმშია.

imageმან შექმნა ლოს-ანჯელესში კომპანია Humai, რომელიც სამედიცინო რობოტექნიკის კვლევით და გამოცდით იქნება დაკავებული."ჩენ შევაგროვებთ საუბრის, მანერის, მიმიკის, იუმორის გრძნობის, ადამიანის ქცევის მონაცემებს.ამას ყველაფერს გაითვალიწინებს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ბიონურ სხეულში და რომელიც სპეციალური ინტერფეისით მეშვეობით იმართება კონკრეტული ადამიანის ტვინით.დროდადრო გენური ინჟინერიის წყალობით თქვენი ტვინის სრულყოფა მოხდება, ხოლო ნანოტექნოლოგიის წყალობით ყოველი თქვენი უჯრედის რემონტი განხორციელდება, პრაქტიკულად უკვდავი გახდებით"-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

image

თეორიულად ბოკანეგრას იდეის განხორციელება შესაძლებელია, უკვე დღეს არსებობს პროთეზები, რომლის მართვაც ინვალიდებს ტვინის მეშვეობით შეუძლიათ.ამასთანავე შექმნილია ინტერფეისები, რომელსაც შეუძლია პირდაპირ გადასცეს აზრები ერთი ტვინიდან მეორეს.თუმცა "ავატარის"ნიმუშის შექმნას წლები მოუნდება.ჯონი ამტკიცებს, რომ პირველი ავატარის ანალოგი ორგანიზმი 2045 წელს მზად იქნება.


კომპანია Humai უკვე დღეს სთავაზობს კლიენტებს ტვინის გაყინვას, ხელშეკრულების თანახმად გარდაცვალებისთანავე თქვენ ტვინს გაყინავენ და სპეციალურ კონტეინერში შეინახავენ, ხოლო როცა დადგება დრო თქვენს ტვინს ხელოვნურ, ბიონურ სხეულში გადანეგავენ.

image


ბოკანეგრას იდეას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, გამოდის 2045 წლიდან ქუჩაში ზომბები ივლიან? ასეთი კითხვა უჩნდება ერთ-ერთი გამოცემას.


image

8
2039
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2039
  
2016, 11 ივლისი, 19:28
ადამიანი, რომ კვდება უნდა მოკვდეს! თუ ვინმეს სიკვდილი უნდოდა და გააცოცხლეს მაშინ?)))
2016, 14 იანვარი, 18:42
გეთანხმები....
2016, 13 იანვარი, 11:29
სრული იდიოტიზმი
2016, 12 იანვარი, 14:00
რაც გაყინულია იმაზე მეტი რაღა უნდა გაყინო :)
2016, 12 იანვარი, 13:28
აბა...ტვინის გაყინვა იაფად???....... ვის უნდა?
2016, 9 იანვარი, 23:22
შევეცდები გავქაჩო 45 მდე :)
2016, 8 იანვარი, 21:38
ჰოოოო,,თუნდაც ფანჯიკიძის სპირალი
2016, 8 იანვარი, 21:16
,,პროფესორი დოუელის თავი" გამახსენდა
0 1 8