კონფლიქტები საუდის არაბეთის განცხადება ირანთან დაკავშირებით... 2016, 8 იანვარი, 1:03 საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა ირანთან
მოსალოდნელ ომზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით,
ბოლო დღეებში განვითარებული დაძაბულობა ირანთან პირდაპირ ომს არ ნიშნავს.
არაბეთის თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუს ასაღებად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი მივიდა. The Economist-ის ჟურნალისტს თავდაცვის მინისტრმა შემდეგი განცხადება დაუტოვა: "ომი ორივე მხარესთვის მოულოდნელი შედეგი იქნება, ორივე ქვეყნის მმართველი იმას კარგად ხვდება, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ომს. თუ რომელიმე ქვეყნის ლიდერი ითამაშებს წამქეზებლის როლს, ესეიგი ის პიროვნება ნამდვილად გონებაჩლუნგი ან ზნედაცემულია. ჩემი აზრით უნდა დავიცვათ მსოფლიოს საერთო ინტერესი და ყველაფერი ისე მოვაგვაროთ როგორც დიმპლომატიურ მმართველს მოუხდება. ჩვენ ვერცერთ მხარეს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ომი დაიწყოს...თუ ომი დაიწყება ეს მთელს მსოფლიოზეც იმოქმედებს" -ირწმუნება საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრი. დაძაბულობა უკვე პიკზეა მიღწეული მინისტრის აზრით, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბულობა დიდი ხანია უკვე დაწყებულია, რომელიც მიმდინარეობდა ჩუმი, ცივი ომის სახით. "საუდის არაბეთში მოკლულ შიიტ სასულიერო პირთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს, ვითარება ისედაც ძალიან დაძაბულია და ყველა ჟურნალისტს ვთხოვ, რომ უარესად არ დაძაბონ სიტუაცია შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის !" -დაამატა საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა. იმედია ყველაფერი დროულად მოგვარდება, ამ ქვეყნებს შორის დაწყებული ომი სავარაუდოდ მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 619 10-ს მოსწონს
|