სხვა "მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარის წერილები"-რატი ამაღლობელი 2016, 7 იანვარი, 0:29 პოეტ რატი ამაღლობელის ლექსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების უმრავლესობა მას აკრიტიკებს, ზოგიერთები კი პირიქით, მხარს უჭერენ და გულშემატკივრობენ. "მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარის წერილები, თუმცა გაცილებით მეტნი ხართ ისინი, ვინც თანადგომასა და სითბოს გამოხატავთ, ამიტომ მოგმართავთ თქვენ მადლიერების განცდით და არა მათ, ვინც ზიზღში და ბოღმაში განლევს წუთისოფელს, ძალიან დიდი მადლობა თანადგომისათვის, გილოცავთ შობას და გისურვებთ ისეთ სკოლებს საქართველოში, სადაც მოწაფეები “შპარგელკების” გარეშე ისწავლიან ლიტერატურას, პოეზიას, შეძლებენ წაკითხულიდან შინაარსის დამოუკიდებლად გამოტანას, მსჯელობას, საკუთარი აზრების კონსტრუირებას, მათ ჰარმონიაში მოყვანას სამყაროსთან, უნივერსუმთან, ხილულთან და უხილავთან, არა კომპრომისებისა და კონფორმიზმის ხარჯზე, არამედ სხვათა მოსმენის, გაგების, სწორი აღქმისა და მათში ერთგვარი შეღწევის, სხვად-ყოფნის, სხვად-ქცევის მეშვეობით, საშუალებით. სხვაგვარად გაუგებარი, ბენლით მოცული, ყრუ და არაფრის მთქმელია სამყარო, ასეთივენი ვართ ჩვენც მის მიმართ. როგორ გვჭირდება კარგი სკოლები და მასწავლებლები, ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა შეეშვას კაცი და ერთი კარგი სკოლა გააკეთოს, სადაც ბოლომდე დაიხარჯება ახალგაზრდებისათვის"-წერს პოეტი სოციალურ ქსელში. ახლა კი გთვაზობთ ლექსს, რომელსაც დიდი გამოხმაურებ მოჰყვა. „პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში“
197 4-ს მოსწონს
|