კულტურა რით დაკავდნენ შეყვარებულები ინგლისის ერთ-ერთ ციხის საავადმყოფოში? 2016, 7 იანვარი, 1:16 უჩვეულო გამოძიება დაიწყო ინგლისის ერთ-ერთ ციხის საავადმყოფოში. 24 წლის ლევის
ბრაუნი ბრიტანულმა პოლიციამ 2015 წლის ზაფხულში დააკავა. მას ბრალი დაედო
მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვაში, უკანონო საქმეებსა და
ციხეში სხვადასხვა ინსტრუმენტების ჩუმად შეტანაში.
მოვლენა განვითარდა ინგლისის ქალაქ ესექსში. პატიმარ ბრაუნის დაბადების დღეზე მას ესტუმრა მისი შეყვარებული, რომელიც პროფესსით მოდელია, მას ჰქვია აიშა სუპერი. ციხის საავდმყოფოში აიშას ნახვა ბრაუნს ძალიან გაუკვირდა, მაგრამ მან ჯერ არც კი იცოდა, თუ რა იქნებოდა დღის სურპრიზი.... აიშა შეყვარებულთან სექსით დაკავდა. ამ უჩვეულო მოვლენით დაინტერესდა ბრიტანული Sun-ის გამოცემა და მათ გადაწყვიტეს აიშა სუპერისგან ინტერვიუ აეღოთ მომხდართან დაკავშირებით... აიშა სუპერი: "ინსპექტორებს სიტუაცია კარგად ავუხსენი, მათ მხოლოდ გამიღიმეს და შემიშვეს ჩემ შეყვარებულის პალატაში. ორიოდე წუთის შემდეგ ისინიც შემომყვნენ, ჩემს შეყვარებულს ხელ-ბორკილები მოხსნეს და გარეთ გავიდნენ. " "რამოდენიმე წუთის შემდეგ ვთხოვე შხაპის მიღება ბრაუნთან ერთად, კონტროლირებმა არც ამ თხოვნაზე მითხრეს უარი და შეგვიშვეს საშხაპეში. კარები შიგნიდან ჩავკეტეთ და ვცდილობდით ერთმანეთისთვის მაქსიმალური სიყვარული და ვნება მიგვენიჭა, ის ხომ ძალიან მენატრებოდა....." აიშამ ასევე დაამატა: "მომენტალურად თავი ჩემი თავი დავკარგე და მინდოდა ინსპექტორებისთვის ხელ-ბორკილები გამომერთმია, მაგრამ ამ გეგმის შესრულებაში ხელი ბრაუნმა შემიშალა." აიშა სუპერის ამ ინტერვიუს ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვა. ქვეყნის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ციხეში გამოძიება წამოიწყო. ყველა ინსპექტორს, რომლებმაც წყვილს სავაადმყოფოში სექსისთვის ხელი შეუწყვეს 3-3 წლიანი პატიმრობა ემუქრება. "როგორც ხედავთ ქალების ნდობა ძალიან საშიშია....." სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 597 9-ს მოსწონს 2-ს არა
|