x
image
natia.a
"პატრიარქი გაიყინა..." - რატი ამაღლობელის ლექსმა სოციალური ქსელი აალაპარაკა
image
„პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში“ - ასეთი სახელწოდებით გამოაქვეყნა პოეტმა რატი ამაღლობელმა სოციალურ ქსელში ახალი ლექსი, რომელმაც ფეისბუქის მომხმარებლებს შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და სულ რამდენიმე საათში 125-ზე მეტი გაზიარება მოჰყვა.


„პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში“


პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ,
სადაც მართალნი განისვენებენ."



შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს, პატრიარქი დაბადების დღეს დაემთხვა სამწუხარო ამბავი: მეტრო "დელისის" მიწისქვეშა გადასასვლელში 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციის მიხედვით იგი უსახლკარო იყო და სიცივისგან გაიყინა, თუმცა საბოლოოდ შსს-მ დაადასტურა, რომ მამაკაცი უსახლკარო არ ყოფილა და მისი გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემა გახდა.



ბევრმა მიიჩნია, რომ ლექსი სწორედ ამ მოვლენას ეხმაურება და ავტორს პატრიარქის "დადანაშაულებას" უსაყვედურებენ. სხვები კი, პირიქით, აცხადებენ, რომ "კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა". თავად ავტორი კი აღშფოთებულ საზოგადოებას ამშვიდებს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ლექსია "და არა ინფო იტერპრესნიუსზე თუ ფორტუნა ჯიზე". "ხელს არავისკენ ვიშვერ საერთოდ, განსაკუთრებით პოეტურ ტექსტებში, არც აქ, თუ მაინცდამაინც - საკუთარი თავისკენ, იქ მყოფი რაღაცეებისკენ, ან ვიღაცეებისკენ" - წერს რატი ამაღლობელი.

image


11
1526
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1526
  
2016, 24 იანვარი, 19:17
სად ხედავთ ლექსს? ლექსი კი არა, არაფერს არ გავს ეს
2016, 24 იანვარი, 19:16
მერე და, ეს ლექსია? ისემც რატის ...!
2016, 8 იანვარი, 10:58
რატომ არ ფიქრობთ რომ მოსაკითხი ყველას მოეკითხება???? რატომ ვერ ისვენებთ და რატომ განიკითხავთ , თანაც ვის?უწმინდესს???? დააფასეთ და შეიყვარეთ ყველამ ის რაც თქვენია, სირცხვილია ხალხო საკუთარი პატრიარქის განკითხვა
2016, 6 იანვარი, 20:35
გასაგებია თქვენი მოსაზრება და ყოველნაირად მივესალმები ჯანსაღ კრიტიკას, მაგრამ თქვენ ვერ გამიგეთ როგორი მნიშვნელობით ვახსენე შეურაცხყოფა, შეურაცხყოფაა ის ფაქტი როდესაც თვალს ვხუჭავთ იმაზე რაც არასწორი მაგრამ მოგვარებადია აქ კონკრეტულად ჩემზე ან თქვენზე საუბარი არ არის უპირველეს ყოვლისა ეს არის პატრიარქის შეურაცხყოფა მაგრამ მონეტას ორი მხარე აქვს ის რაც ეკლესიებში ხდება უპირველეს ყოვლისა უფლის შემდეგ კი საზოგადოების დამცირებაა და როდესაც ამგვარ მოსაზრებას ვინმე უარყოფს ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ ერს
2016, 6 იანვარი, 17:12
და ვის მივაყენე შეურაცხყოფა იქნებ ამიხსნათ? როგორც სხვა ყველამ, ისე გამოვხატე ჩემი აზრი. ნება ტავისუფალია და ადამიანს გონება იმისათვის გვაქვს, რომ "წიხლი მივაჭიროთ" და სწორად შევარჩიოთ ჩვენი მწყემსი- მოძღვარი, თორემ დღეს რომ ბევრ მოძღვარს პროფესიად აქვს მღვდლად წოდება, ეს ჩემზე უკეთ გეცოდინებათ. არნაკლებ ქველმოქმედებებს ეწევა საპატრიარქო და რომელ კუთხე-კუნჭულში ვინ გაიყინება, ამაზე მარტო ეკლესია არ უნდა ზრუნავდეს რაოდენ ბინძურიც არ უნდა იყოს პოლიტიკა და გარდა პოლიტიკისა არის სხვა შეძლებული ფენები, მხოლოდ სტატუსებში რომ არიან მაგრები და თავად რატი ამაგლობელი რომ ავიღოთ, მიწისქვეშა გადასასვლელში გარდაცვლილი პირისთვის კონკრეტულ სიტუაციაში რამე იღონა ან იცოდა ამის შესახებ? ლექსში ჭიკჭიკი (ამას ლექს ვერ დავარქმევ) და სხვისი განკითხვა ყოველთვის უფრო მარტივია, არადა ის პიროვნება (ღმერთმა აცხონოს) გულით გარდაიცვალა და არა გაყინვით ყველამ კარგად იცის. რისი თქმაც მინდოდა, სწორად ვერ გამიგეთ ბატონო.
2016, 6 იანვარი, 16:40
ბევრი ლაპარაკი და ფასეულის თქმა ერთი და იგივე არ არის– ეს ჩემგან რჩევა, ახლა შენ პასუხს რაც შეეხება გეტყვი რომ ეკლესიას გაცილებით დიდი მისია აკისრია საზოგადოებისთვის ვიდრე პოლიტიკას, პოლიტიკა ბინძურია ეს ყველამ იცის მაგრამ ასეთი ორაზროვანი პარალელის გავლება თქვენი მხრიდან ცოტა ალოგიკურად მეჩვენება, ეკლესია უნდა ზრუნავდეს საზოგადოების კულტურულ განათლებაზე და მე როგორც რიგით ადამიანს მაქვს სურვილი ეკლესიიდან მივიღო ის არც დამაახლოვებს ღმერთან და არა წვერიან ,,ბლატნოებთან'' რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ვერ მივალთ დასკვნამდე შენ შენ გზაზე წადი მე ჩემზე. უბრალოდ ადამიანისათვის შეურაცყოფის მიყენება უდიდესი სიმდაბლის გამოხატულებაა რომელიც როგორც ხედავ ეკლესიას არ უსწავლია შენთვის
2016, 6 იანვარი, 16:12
უკაცრავად და მარტო მოძღვრების ჯიპები რომ ეჩხირება ყველას თვალში, მთავრობის, შოუ ბიზნესის წარმომადგენლები და ბიზნესმენები უხვად გვყავს ვინც ჯიპებითაც დადიან,ახალ წლებს საზღვრებს გარეთ ხვდებიან და ა.შ, ისინი ეწევიან ქველმოქმედებას და ზრუნავენ მიუსაფარების ბედსა და კეთილდღეობაზე?? როცა ეს ყველა სამაგალითო გახდება და მხოლოდ ეკლესია დარჩება უფუნქციოდ ამ მხრივ, თუმცა ეჭვი მეპარება ამაში, მაშინ გააკეთეთ აქცენტი. რატი ამაღლობელი კი ვაი პოეტია, თვითონ ვერ გაუგია რისი თქმა უნდოდა ამ მონაბოდვარით, ესაა პოეზია?? ვაი ჩვენს პატრონს!
2016, 6 იანვარი, 15:35
ყოჩაღ რატი :))) აბა ვინ გაბედავს კიდევ? იქნებ გვეშველოს რანე :)
2016, 5 იანვარი, 23:32
მადლობა, გაიხარე. მეც მომეწონა ლექსი...
2016, 5 იანვარი, 23:18
კარგი ლექსია მომეწონა..ამ ხალხის "მორალური" ფარისევლობა კიდე უკვე გულს მირევს..გავაზიარე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10