იარაღი და ტექნიკა რომელი ქვეყნები ყიდიან და ყიდულობენ ყველაზე მეტ იარაღს?! 2016, 6 იანვარი, 13:01 2015 წელს ახლო აღმოსავლეთში შეუჩერებლად მიმდინარეობდა კონფლიქტები, მაგრამ
ამ კონფლიქტებიდან არც გამარჯვებული და არც დამარცხებული გამოვლენილა.
გამარჯვებული მხოლოდ აშშ გახდა, რადგან ისინი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე
კონფლიქტებით იკვებებოდნენ. ამერიკულმა იარაღის გაყიდვის დილერებმა
2015 წელს საკმაოდ ბევრი იარაღი მიყიდეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. რეგიონებში საფრთხის არსებობასთან ერთად იარაღის გაყიდვადობაც ორმაგდება, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას დღითი-დღე უფრო აძლიერებს. 2015 წელს აშშ-მ მსოფლიო მასშტაბით 46, 6 მილიარდი დოლარის იარაღი და ტექნიკა გაყიდა. ამ გაყიდვადობის ძირითადი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომიანობის ოთხ რეგიონში გაყიდა. საომარ რეგიონებში როლები რამოდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ გამარჯვებულად არცერთი მხარე არ გამოცხადებულა. გასული წლის ივლისში ირანი დასავლეთთან შეთანხმდა ბირთვული პროგრამის რეალიზებაში, რამაც ძალიან ბევრი ქვეყნის უკურეაქცია გამოიწვია. მაგრამ 2015 წელში ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებასთან ერთად ირანისადმი უკმაყოფილობა უკვე მეორე ხარისხოვანი გახდა, რადგან ტერორისტულმა ორგანიზაციამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს საკმაოდ დიდი საფრთხე შეუქმნა. სამაგიეროდ კიდევ ერთხელ ეკონომიკურად აშშ დარჩა გამარჯვებული. თავდაცვის სისტემის მიზნით აშშ-მ ახლო აღოსავლეთს მილიარდობით დოლარის ოდენობის იარაღი მიყიდა. როგორც ზემოთ ვახსენეთ აშშ-მ 2015 წელს იარაღის გაყიდვადობით 46.6 მილიარდი დოლარი შემატა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს. 2013 წელს გაყიდეს 18.8 მილიარდი დოლარის იარაღი, ხოლო 2014 წელს 12.4. ამ ციფრებს თუ შევადარებთ, მივხვდებით რომ 2015 წელი აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. იარაღის რეკორდული გაყიდვადობა აშშ-ს როლს ახლო აღმოსავლეთში არ ცვლის, პირიქით 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო მოვლენად ჩათვლილ ისლამურ სახელმწიფოსთან ომში კვლავ მოწინავე პოზიციას იკავებდა. ობამას თაოსნობით აშშ-მ 2015 წელს იარაღის გაყიდვადობის რეკორდულ რაოდენობასთან ერთად ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში წარმატებული როლი ითამაშა, რასაც ასევე დაემატა ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმება... როგორც ვხედავთ 2015 წელი აშშ-სთვის საუკეთესო წელიწადი აღმოჩნდა. ახლა გადავიდეთ 2015 წლის კიდევ ერთ აქტიურ ქვეყენაზე. ეს არის საუდის არაბეთი. ბრიტანეთის თავდაცვის ინსტიტუტის კვლევითი კომპანიის განცხადებით, გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი იარაღი საუდის არაბეთმა შეიძინა. უკანასკნელი მონაცემებით იარაღის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი ინდოეთს ეკავა, მაგრამ საუდის არაბეთმა როგორც ჩანს 2015 წელს ინდოეთს გაუსწრო. საუდის არაბეთმა 2015 წელს იარაღის შეძენისთვის 9.6 მილიარდი დოლარი დახარჯა. არაბებმა ყველაზე მეტი იარაღი შეიძინეს აშშსგან, რუსეთისგან, საფრანგეთისგან, გერმანიის და დიდი ბრიტანეთისგან... გარდა ამისა, იარაღის შეძენის მიზნით დახარჯული თანხების რაოდენობით საუკეთესო ათეულიდან 5 ქვეყანა ახლო აღმოსავლეთს ეკუთვნის. 2013 წლის სტატისტიკით იარაღის იმპორტიორობით ლიდერობდნენ ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და საუდის არაბეთის გაერთიანებული საემიროები. 2014 წლის სტატისტიკით კვლავ ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და საუდის არაბეთის გაერთიანებული საემიროები ლიდერობდნენ. ანალიტიკოსების ვარაუდით ეს მონაცემები მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდება. როგორც ჩანს აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი ივსება, მაგრამ როგორ აისახება ეს უახლოეს მომავალში მსოფლიოზე? საინტერესო კითხვაა, მაგრამ ამის პასუხს მხოლოდ და მხოლოდ დრო გვიჩვენებს.... დაე მშვიდობა იყოს მთელს მსოფლიოში... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 322 7-ს მოსწონს
|