საზოგადოებრივი 2015 წლის ყველაზე წარმატებული მეცნიერული აღმოჩენები 2016, 6 იანვარი, 2:42 2015 წელი თავის კარგით თუ ცუდით უკან დავტოვეთ. ზოგიერთისვის არ იყო
წარმატებული წელიწადი, მაგრამ ზოგისთვის პირიქით.
მეცნიერულ დარგში 2015 წელს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები განხორციელდა.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 2015 წლის ყველაზე წარმატებულ მეცნიერულ
აღმოჩენების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა არც კი იცოდეთ.... 1. ბოცვანაში აღმოაჩინეს XXI-ე საუკუნის ყველაზე დიდი ალმასი. 2. მეცნიერებმა საბოლოოდ აღმოაჩინეს ადამიანის ის გენი, რომელიც ჭარბ სიმსუქნეს იწვევს. 3. ერთ-ერთმა ფრანგმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ მონა-ლიზას პორტრეტის ქვეშ იმალება კიდევ ერთი პორტრეტი, რომელშიც ქალის სურათია ასახული. 4. მზისგან დამცავი კრემები ადამიანს ნამდვილად იცავს მავნე სხივებისგან. ეს რეალობაა, მაგრამ ეს კრემი საფრთხეს უქმნის ისედაც გადაშენების პირას მყოფ მარჯნის რიფებს. ასე რომ მოცურავეებისთვის ამ კრემების გამოყენება აიკრძალება. 5. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ჰოტ-დოგი, ძეხვეულობა, სოსისი და ბეკონი იწვევს ნაწლავის კიბოს. 6. 100 წლის განმავლობაში იძიებდნენ, თუ რატომ აქვს შვეიცარიულ ყველს ხვრელები? 2015 წელს, როგორც იქნა საიდუმლო ამოხსნეს. დამტკიცდა, რომ ყველის ხვრელებს ჩალა იწვევს. 7. მკვლევარების განცხადებით, მათ აღმოაჩინეს პირველი თბილსისხლიანი თევზი. ეს თევზი ცხოვრობს ოკეანის სიღრმეში და მას Opah-ი ჰქვია. 8. სტოუნჰენჯი თავის საიდუმლოებას კვლავ ინახავს, მაგრამ არქეოლოგების კვლევების თანახმად, ეს ითვლება მეორეხარისხოვან ძეგლად, მათი ვარაუდით, ორიგინალი უელსშია აშენებული. 9. სასამართლო ანთროპოლოგიის ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებულებით, იესო ქრისტეს სახე არარის ისეთივე თეთრი როგორიც დღემდე შემონახული და წარმოდგენილია მსოფლიოსთვის. 10. ეგვიპტეში მდებარე ხეოპსის პირამიდაზე ჩატარდა ინფრაწითელი თერმოგრაფიული შემოწმება, სადაც გამოვლინდა, რომ პირამიდის ჩრდილოეთ მხარეს ტემპერატურა იზრდება. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კედლის მეორე მხარეს შესაძლოა საიდუმლო ოთახია ჩაშენებული. 11. პირველად მოხდა ასეთი რამ 2015 წელს! გარდაიცვალა მამაკაცი. გარდაცვალების მიზეზად დასახელდა კიბო, მაგრამ მეცნიერული კვლევების შედეგად, დამტკიცდა რომ უბედურ მამაკაცს არ ჰქონდა კიბო, საუბედუროდ პარაზიტი, რომელიც მის უჯრედებში არსებობდა სიმსივნით იყო დაავადებული. 12. NASA-ს ახალი კოსმოსური აპარატი სახელწოდებით "ნიუ ჰორიზონი" დედამიწას დღემდე აწვდის პლუტონის ულამაზეს ფოტოებს. 13. სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოაჩინეს ადამიანის თავის ქალა და ძვლები. მეცნიერების ვარაუდით ეს არის ადამიანთა მოდგმის კიდევ ერთი საოცარი აღმოჩენა. დეტალები ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ ინახება. 14. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამერიკის კონტინენტზე მცხოვრები პირველი ადამიანების 4 ლიდერის ჩონჩხები. ნარჩენები დღემდე Jamestown-ის პროტესტანტულ ეკლესიაში იმალებოდა. 15. გაიცანით წითელი ზღვის ბალახი. მეცნიერების აზრით ეს მცენარე უფრო სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიდრე სხვა ბოსტეულები. 16. მეცნიერებმა იელოუსტოუნის ეროვნული პარკზე მდებარე სუპერ ვულკანის ქვეშ აღმოაჩინეს დამწვარი კლდეების სარეზერვო ფენები. 17. ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარია. მეცნიერების მტკიცებით, თუ ძაღლებთან ახლო კონტაქტი გექნებათ, მაგალითად თუ თვალი-თვალს გაუსწორდება ხშირად, ამ შემთხვევაში ოქსიტოცინის ჰორმონი ძლიერდება, რის შედეგადაც ადამიანს და ძაღლს შორის ნდობა და კავშირი უფრო ღრმავდება. 18. მკვლევარების აზრით ფრჩხილების ჭამა ახასიათებთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ბეზრდებათ უმოქმედობა. 19. მეცნიერების აზრით დედამიწის ბირთვში არის კიდევ ერთი ბირთვი. მომავალში ამ აღმოჩენამ შესაძლოა პასუხი გასცეს კითხვას, თუ როგორ შეიქმნა დედამიწა მილიარდობით წლის წინ. 20. ანტარქტიდაში ყინულის საფარის ქვეშ წყლები არის ცივი და ბნელი.... მაგრამ მეცნიერების კვლევების თანახმად აქ ჩვეულებრივ არსებობენ თევზები და კიბოსნაირები. და ბოლოს.... 2015 წლის ყველაზე დიდ აღმოჩენად ითვლება მარსის პლანეტაზე წყლის არსებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა წითელ პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნებიც იყოს. იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 795 10-ს მოსწონს 1-ს არა
|