მოვლენები დასრულდა ნიუ-იორკის მოდის კვირეული 2012, 31 მარტი, 17:45 ნიუ-იორკის მოდის კვირეული ბოლო ჩვენებებს დაეთმო.
Proenza Schouler-ის კოლექცია ასიმეტრიული თარგებისგან შედგებოდა. ალბერტა ფერეტი მკაცრი კლასიკის ერთგული რჩება. მაიკლ კორსის კოლექცია ცივ, თოვლიან ქვეყნებში სამოგზაუროდ გამოგადგებათ.
Marchesa-ს კოლექციაში ჭარბობდა მაქმანი, ვუალი და შიფონი. Ralph Lauren ნოსტალგიას მიაგო პატივი და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი სტილი გაიმეორა-ბევრი ტვიდი, შოტლანდიური კუბოკრული ქსოვილი, ლეოპარდის ნახატები და ნაქსოვი სვიტერები, ცილინდრები და შლიაპები.
Calvin Klein-ის კოლექციაში შეხვდებით მკაცრ შავ კაბებს და ტყავის შარვლეს, ასევე შალის და შიფონის ნარევს.
ვალენტინოსთვის ცუდი ამინდი არ არსებობს, მის კოლექციაში უმრავლესობა კოქტეილის კაბებია, რომელიც ყვავილებით არის მორთული, მომხიბვლელი რეტრო-სტილი 20-იანი წლების პარიზში დაგაბრუნებთ. Calvin Klein Calvin Klein Calvin Klein Alberta Ferreti Alberta Ferreti Ralph Lauren Ralph Lauren Ralph Lauren Ralph Lauren Marchesa Marchesa Proenza Schouler Michael Kors Michael Kors Valentino Valentino Valentino 107 შეფასება არ არის
|