მოვლენები პარიზის მოდის კვირეული 2012, 31 მარტი, 16:52 პარიზის მოდის კვირეულზე კოლექციები წარმოადგინეს Dries van Noten-მა. ბელგიელმა დიზაინერმა გამოიყენა კონტრასტული ნახატები, ოქროს ნაქარგობა, მრავალფეროვანი ზოლები. ნიკოლა ფორმიკეტის კოლექცია Thierry Mugler-სთვის ტრადიციულად ფუტურისტული გახლდათ. Gareth Pugh-ს კოლექციაც მსგავს ხაზს მიყვება. Nina Ricci კოლექციაში წარმოდგენილი იყო გამჭვირვალე მაქმანის კაბები და დრაპის პალტოები 50-იანი წლების სტილში, უპირატესად შავ, შინდისფერ და ვარდისფერ ფერებში. კრისტოფერ დეკარნერის წასვლის შემდეგ Balmain არ დაკარგა ხიბლი. ახალი კოლექცია გადაწყვეტილია კანის ფერებში და მოიცავს რთულ ყვავილებიან ნაქარგებს. 129 შეფასება არ არის
|