x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
საკვები სოდა კანისა და თმის სილამაზისთვის – საოცარი შედეგი
image


ბუნებრივი სკრაბი


საკვები სოდა ბუნებრივი ამქერცლავი საშუალებაა. მას შეუძლია კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორებით იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე.


ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ – სოდა შეურიეთ წყალს 3 : 1 პროპორციით, მიღებული ნაერთით კანის ზედაპირი გაიწმენდეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შედეგად მიიღებთ ნაზ, ხავერდოვანსა და შედარებით ღია ფერის კანს (მოგეხსენებათ სოდას გამათეთრებელი თვისება გააჩნია).


აბრეშუმივით ნაზი ხელები



image


ხშირ შემთხვევაში ჩვენი ხელები მოუვლელად გამოიყურება, რადგან გარეგანი ნეგატიური ფაქტორების აგრესიულ ზეგავლენას განიცდის (გარემო, ქიმიური ნივთიერებები და ა.შ.)


ხელებს ახალგაზრდობა რომ დაუბრუნოთ, სირბილე შემატოთ და მისი ზედაპირიდან მკვდარი უჯრედები მოაშოროთ, ამისათვის საკვები სოდისა და თაფლის ნაერთი უნდა მოამზადოთ, ხელებსა და ფრჩხილებზე ფრთხილად წაისვათ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანოთ.


ბუნებრივი დეოდორანტი


image

სოდა, ასევე, არასასიამოვნო სუნების ძალიან ძლიერ ნეიტრალიზატორს წარმოადგენს, ამის გამო, ის ეფექტურად დაგეხმარებათ ოფლის სუნთან გამკლავებაში. თქვენ მხოლოდ დაუმატეთ ნახევარი ჭიქა სოდა აბაზანაში და გამოიყენეთ დაბანის პროცესში.


აკნესთან ბრძოლა


image

აკნე - ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო პრობლემაა, რომელიც ჩრდილს აყენებს სილამაზეს და ნეგატიურად აისახება ჩვენს თვითშეფასებაზე. სახიდან გამონაყარის მოსაშორებლად საჭიროა სოდა ლიმონის წვენს შეურიოთ (საკმარისია მხოლოდ რამდენიმე წვეთი სქელი მასის მისაღებად) და შემდეგ მიღებული ნაერთი გამონაყარზე წაისვათ. კიდევ ერთი ნიუანსი: ეს პროცედურა ღამით უნდა ჩაიტაროთ, რადგან მზის სინათლის ზემოქმედებამ კანზე, რომელიც ლიმონითაა დამუშავებული, შეიძლება პიგმენტური ლაქების გაჩენას შეუწყოს ხელი.


შავი წერტილების მოშორება


image

საკვები სოდა წარმოადგენს ძალიან ეფექტურ საშუალებას შავი წერტილების მოსაშორებლად, რომელიც მუდმივად ჩნდება სახეზე (ე.წ. Т-ზონაში), მისი უხეში ტექსტურა, გარდა იმისა რომ კანს ყველანაირი დაბინძურებისგან ასუფთავებს, ფორების ღრმა წმენდის საშუალებასაც იძლევა.

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ერთი სუფრის კოვზი სოდა აურიოთ მცირე რაოდენობის რძესთან და წაისვათ უშუალოდ კანის პრობლემურ ნაწილზე. გააჩერეთ ის 15 წუთის მანძილზე ზემოქმედებისთვის, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ზედმეტი ცხიმის მოშორება თმიდან


image

ცხიმიანი თმა ისე გამოიყურება, თითქოს სულ დასაბანია. ძალიან რთულია ამ დროს ისეთი ვარცხნილობის გაკეთება, სასიამოვნო შესახედი რომ იყოს. უფრო მეტიც, ამგვარი "დაზეთილი" თმის შეხებაც კი უსიამოვნოა.


თმიდან ზედმეტი ცხიმის მოშორება ასევე შესაძლებელია საკვები სოდის გამოყენებით –ის ასუფთავებს და გეხმარებათ რომ ეს შეგრძნება ხანგრძლივად გაგყვეთ. ამისთვის ერთი კოვზი სოდა შეურიეთ შამპუნს, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ რეგულარულად გამოიყენოთ ეს საშუალება. ამ შემთხვევაში შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს.


სუფთა და მბზინავი თმა


image

საკვებ სოდას ძმართან ერთად ბუნებრივი გზით თმის გასუფთავების უნარი აქვს და მის გაძლიერებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს. სოდა საფუძვლიანად ასუფთავებს თმას, ძმარი კი მის სტრუქტურაში მჟავა-ტუტოვან ბალანსს აღადგენს, სირბილესა და ბრწყინვალებას ანიჭებს. ამას გარდა, არანაირი პრობლემა აღარ გექნებათ თმის დავარცხნასთან დაკავშირებით.


მომზადების წესი: თავდაპირველად საჭიროა 1 ჩ.კ. სოდა გახსნათ 5 ს.კ. წყალში და გადაანაწილოთ ეს მასა მთელ თმაზე. შემდეგ გახსენით 1 ს.კ. ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალში და წაისვით თმის ძირიდან ბოლომდე. ამის მერე აუცილებლად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად ერთი კვირის მანძილზე. შემდეგ ცოტა ხნით შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ ეს ციკლი. მალევე იგრძნობთ დადებით შედეგს, რადგან ეს საშუალება იდეალურად აღადგენს თმის დაზიანებულ სტრუქტურას. თქვენი თმა ისევ რბილი, აბრეშუმივით ნაზი და მბზინავი გახდება.





2
5230
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
5230
  
2016, 6 იანვარი, 23:05
ისეთი ციფრებია დავამატოთ ერთი. :)
0 1 2