x
image
t.x.
საოცარი ვარცხნილობები
image
ზოგიერთ ადამიანს მოდური და ლამაზი ვარცხნილობა უცნაურად ესმის. მათი ფანტაზიები ყოველგვარ სტანდარტულ ჩარჩოებს სცდება. ხელოვნების ასეთი ნიმუშის ნახვა მუდამ იწვევს განსაკუთრებულ რეაქციებს. ასეთი ვარცხნილობის გაკეთებას მოჰყვება ხანგძლივი სჯა-ბაასი მეგობრებთან თუ ნათესავებთან. ყოველთვის იწვევს საზოგადოების ყურადღებას, ზოგი სულელად ჩაგთვლის, ზოგს მოეწონება, თუმცა ყველა ვერ გაბედავს ასეთ თამამ ექსპერიმენტში ჩაბმას.

image
ეს არაჩვეულებრივი ვარცხნილობა უბრალო აჩემება არ გეგონოთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ საოცარი ოსტატობითაა შესრულებული და განკუთვნილია რეკლამისათვის. ის 2012 წელს შექმნეს სილამაზის სალონ Bench Fix-ში და განკუთვნილია თმის მოვლის საშუალებების რეკლამირებისთვის. ხვლიკი შექმნილია მთლიანად თმისგან და საოცარი სიზუსტით და სიფაქიზით გამოირჩევა.

image
ამავე სალონშია შექმნილი კიდევ ერთი საოცარი ქმნილება, რომელიც ნამდვილ პროფესიონალიზმს მოითხოვს, ის ობობის ფორმისაა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ქალბატონებს მოხიბლავს, ზოგს კი პანიკურადაც ეშინია ობობების, თუმცა ნამუშევარი მართლაც ულამაზესია.

image
მხიარული ფერები კი ნამდვილად ქალბატონებს ხიბლავს. ამ ვარცხნილობაში უჩვეულო მხოლოდ ფერებია და მარტივ ვარცხნილობას საოცრად მომხიბვლელს ხდის.


image
ამ ვარცხნილობასაც დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, თუ გვინდა სწრაფად და განსაკუთრებულად გამოვიყურებოდეთ, მხოლოდ ერთი ვიზიტიც გვეყოფა სალონში და ლომის ფაფარიც მზადაა.

image
ეს ბოსტნეულის მოყვარულთა ვარცხნილობაა და საკუთარი სიამოვნებისთვის მოითხოვა მომხმარებელმა. მას "მწიფე პომიდორი" ჰქვია, იაპონელი გოგონას ვარცხნილობაა და მისი ავტორი ქალაქ ოსაკოში ცხოვრობს.

image
ეს კი იურული პერიოდის პარკის მიბაძვითაა შექმნილი.

image
ამ გოგონას თავზე კი ნამდვილ საკონდიტროს იხილავთ, რისი ნაყინი გნებავთ? ერთი უთუოდ მარწყვისას ჰგავს.

image
ვარცხნილობის ავტორი კელი ანნა ჩურნსაიდია, ის უდავოდ საოცარი სტილისტია, მაგრამ მომხმარებლის თავზე ნამდვილი ხანძარია.

image
თავზე ისევ ზოოპარკია.

image
ამ გოგონას, დანა სევერინოს ძალიან უყვარს თავისი სტილისტი, რომელიც ანებივრებს უცნაური ვარცხნილობებით.

image
2015 წლის აპრილში ჩინელმა ხილის გამყიდველმა განაცხადა, რომ მისი ვაჭრობა ერთიორად გაიზარდა, რაც ეს ანანასის ვარცხნილობა გაიკეთა.

image
30 წლის მონრეალ იმპაკტის ფეხბურთელი დომინიკ ოდურო მუდმივად გამოირჩევა თავისი ვარცხნილობებით. მას თავზე პიცის ნაჭერიც კი ეხატა იტალიური სამზარეულოსადმი თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად.

image
2014 წლის მარტში სტილისტმა ანია გოიმ განაცხადა, რომ ის საუკეთესო იყო ცისარტყელის ფერების გამოსახვაში და აქვე დაურთო სურათები ნათქვამის დასამტკიცებლად.

image
ეს საახალწლო საღამოს ყველაზე მომხიბლავი ვარცხნილობაა.

image
ულამაზესი ფერები მომხიბლავს გაგხდით.

image
ამას კი ერთი შეხედვითაც ეტყობა რაზე ფიქრობს.

image
ბოლოს კი ულამაზესი სადედოფლო ვარდი, რომელიც ბევრ პატარძალს დაამშვენებს.




0
307
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0