კულტურა პატარა პატარძლების ცხოვრებისეული დრამა და შოკისმომგვრელი ფოტოები სხვადასხვა ქვეყნებიდან! 2015, 29 დეკემბერი, 17:22 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ არასრულწლოვან პატარძლებს და მათ ცხოვრებისეულ
დრამას. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უსაშინლესი კანონია, რომელსაც სამწუხაროდ
ადამიანთა მოდგმა მხოლოდ და მხოლოდ შორიდან ადევნებს თვალს....
1. ქვეყანა - იემენი ფოტოში ჩანს ორი პატარძალი, ერთი 25 წლისაა, ხოლო მეორე ჯერ კიდევ 6-ის. ![]() 2. ქვეყანა - იემენი 14 წლის ბავშვი, რომელიც თავის ახალდაბადებულ ჩვილს აბანავებს. მინარი ჯერ მხოლოდ 14 წლისაა და უკვე ორი შვილი ჰყავს, პირველი შვილი უკვე 2 წლისაა. მინარი გათხოვდა 11 წლის ასაკში. ![]() 3. ქვეყანა - ინდოეთი ამ ფოტოში ჩანს არასრულწლოვანთა ქორწილი... ![]() 4. ქვეყანა - ინდოეთი კიდევ ერთი დრამატული და გულისამაჩუყებელი ფოტო ინდოეთიდან. 14 წლის ალის ცოლად ჰყავს 13 წლის გოგონა, რომელიც 5 თვის ფეხმძიმეა. ![]() 5. ქვეყანა - ინდოეთი კიდევ ერთი არასრულწლოვანი, არამედ ბავშვი წყვილი ინდოეთიდან... ქმარი 14 წლისაა, ხოლო ცოლი 12 ის. ![]() 6. ქვეყანა - იემენი 14 წლის მენა, რომელიც 7 თვის ორსულია. მენამ ქმარი მიატოვა და თავი წითელ ჯვარს შეაფარა. ![]() 7. ქვეყანა - პალესტინა შოკისმომგვრელი სანახაობა... მამაკაცების ასაკი 30-ს აღემატება, ხოლო მათი პატარძლების??? ეს თავად დაასკვენით.... ![]() 8. ქვეყანა - თურქეთი 11 წლის გაათხოვეს, 12 წლის ასაკში შვილი ეყოლა, ხოლო 14 წლისას ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა, ამ ამბავმა თურქეთში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კიდევ ერთხელ განხილვის თემათ იქცა არასრულწლოვანთა ქორწინება. ![]() 9. ქვეყანა - პალესტინა 11 წლის გოგონა მშობლებმა ძალათ გაათხოვეს, რის შედეგადაც 4 თვის შემდეგ, გოგონა მკვდარი იპოვეს... ![]() 10. ქვეყანა - თურქეთი ეს ისტორია ცოტა დაგამშვიდებთ...ნაილი 17 წლის ასაკში გათხოვდა, მეუღლე ჯარში წაიყვანეს, როდესაც იგი დაბრუნდა ჯარიდან ნაილი უკვე 18 წლის იყო და შვილიც 1 წლის. ნაილი ხშირად ადევნებდა თვალს 17-18 წლის ბავშვებს, რომლებიც მის ეზოში იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ. ამდენი ცუდი ისტორიის შემდეგ, ნაილის მეუღლე კარგი პიროვნება გამოდგა და მეუღლე თანატოლებთან სათამაშოდ გაუშვა, ხოლო ბავშვს ამ ხნის პერიოდში თავად უვლიდა.... ![]() 11. ქვეყანა- თურქმენეთი გოგონა 10 წლის ასაკში გაათხოვეს, მას დედამთილი საშინლად ექცეოდა, ბოლოს იმ დონემდე მიიყვანეს, რომ 10 წლის ამიშერმა დედამთილი დანით დაჭრა. დღესდღეობით გოგონა თურქეთში დამოუკიდებლად ცხოვრობს მას ჰყავს 3 წლის ჰარუნი. ![]() 12. ქვეყანა - თურქეთი 12 წლის ასაკში აიშე 20 წლის მეჰმედზე გაათხოვეს, გათხოვებიდან დღემდე 20 წელი გავიდა მაგრამ აიშეს არ ავიწყდება მისი წარსული....ჯოჯოხეთში გატარებული 20 წელიწადი... ![]() 13. ქვეყანა - სირია 10 წლის ჰანუმას ცხოვრებმა მამამ დაუმახინჯა... მან ერთ დილას ჰანუმას უთხრა რომ ათხოვებს...დღეს ჰანუმა 16 წლისაა და მუშაობს სირიის ერთ-ერთ ბინძურ ბორდელში. ![]() 14. ქვეყანა - სირია 13 წლის ლარა 30 წლის მამაკაცზე გაათხოვეს. ლარა მეუღლეს მამის თვალით უყურებდა. ცხოვრება მას ძალინ სასტიკად მოექცა... დღეს ლარა 25 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე 42 ის...ლარას თქმით მისი დამოკიდებულება მეუღლისადმი დღესაც არ შეცვლილა... ![]() 15. ქვეყანა - ირანი 10 წლის ლემინი გაათხოვეს 11 წლის მურკაზე... 10 წლის გოგონა მამას დღემდე წყევლის და მხოლოდ ერთს იძახის: "ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამის შეცვლა რომ შემეძლოს, მხოლოდ და მხოლოდ მამას შევცვლიდი..." ![]() 16. ქვეყანა - ინდოეთი 11 წლის გრიშა დააქორწინეს 13 წლის ქოფალზე...მთელი 7 წლის განმავლობაში ისინი და-ძმასავით გაიზარდნენ და არანაირი სექსუალური აქტი არ ჰქონიათ. როდესაც გრიშა გახდა 18 ის, 20 წლის მეუღლემ, საკუთარი ხელით გააპარა სხვა მამაკაცზე. წყაროს თანახმად ვინაიდან გრიშას და ქოფალს არ ჰქონდათ ინტიმური კავშირი, გამოდის რომ გრიშა ქალიშვილი იყო.... ![]() 17. ქვეყანა - ინდოეთი მამამ 12 წლის კურინა ძალათ გაათხოვა 35 წლის მამაკაცზე, ბავშვის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. როდესაც კურინა გახდა 20 წლის, დაავადებული ქმრის და მომაკვდავ მამის თვალწინ სხვადასხვა მამაკაცებთან სექსუალური აქტებით კავდებოდა. 22 წლის ასაკში მან თავი მოიკლა... ![]() 18. ქვეყანა - ინდონეზია ფოტოში ჩანს 9 წლის მეჯიდი და 6 წლის პატარძალი.... ![]() 19. ქვეყანა - ლიბია შოკისმომგვრელი ფოტო, სადაც ცხოვრებისეული დრამა საკმაოდ კარგად არის აღბეჭდილი... 11 წლის გოგონას ქორწილი 40 წლის მამაკაცთან... სტეფანი სინკლერის მიერ გადაღებული ფოტო "UNICEF 2007 წლის" ფოტოდ დასახელდა... ![]() 20. ქვეყანა - ერაყი და ბოლოს კიდევ ერთი ნამდვილი შოკი. 8 წლის ალისა 33 წლის ჰაიდარზე გაათხოვეს. ![]() რაღა უნდა ვთქვათ ამ ყველაფერზე? რატომ არის ასეთი საშინელი ჩვენი პლანეტა? კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ყველაზე საშინელი ცხოველი ადამიანია..... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1569 13-ს მოსწონს
|