მუსიკა გარდაიცვალა Motorhead -ის ლიდერი და დამფუძნებელი ლემი 2015, 29 დეკემბერი, 8:57 70 წლის ასაკში გარდაიცვალა როკ-ჯგუფ Motorhead-ის დამფუძნებელი, ლიდერი და ბასისტი იან ფრეიზერ კილმისტერი, უფრო ცნობილი როგორც ლემი.
"დღეს გარდაიცვალა ჩვენი ყოვლისშემძლე და კეთილშობილი მეგობარი ლემი, აგრესიული ფორმის კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ"-ნათქვამია ჯგუფის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ლემის გარდაცვალებას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ჯგუფ Black Sabbath -ის სოლისტი ოზი ოსბორნი:"დღეს დავკარგე საუკეთესო მეგობარი ლენი..ის იყო მებრძოლი და ლეგენდა". ბრიტანული ჯგუფი Motorhead-ი შეიქმნა 1975 წელს იან ფრეიზერ კილმისტერის მიერ.ჯგუფს დიდი წვლილ მიუძღვის ჰარდ-როკის და ჰევი -მეტალის განვითარებაში.მთლიანობაში ჯგუფმა ჩაწერა 20 ალბომი, მათგან ყველაზე დიდი წარმატება ხვდა წილად 80-იან წლებში, როდესაც ალბომებმა "Ace of Spades"-მა და "No Sleep ’til Hammersmith"-მა ოქროს სერთიფიკატი მიიღეს მშობლიურ ბრიტანეთში. ამერიკულმა მუსიკალურმა ტელევიზიამ VH1-მა ჯგუფის სიმღერა "Ace of Spades" -ის ყველა დროის 100 საუკეთესო ჰარდ-როკ სიმღერის ტოპ-10-ში შეიყვანა. 97 4-ს მოსწონს 1-ს არა
|