და ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ჭია არის?
თქვენს წინაშე ცოცხალი ბიოლოგიური ორგანიზმები არიან, რომლებიც გარეგნობით, ნაძვის ხის მოსართავებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ცოცხალ არსებებს. სინამდვილეში, ეს spirobranchus giganteus სახეობის მრავალჯაგრიანი ჭიები არიან, რომლებიც თბილ წყლებში, ტროპიკულ ზღვებში ბინადრობენ და მუტუალისტები არიან. ანუ მარჯნებთან თანაცხოვრობენ. ამ ორგანიზმებს ერთმანეთისთვის სარგებლობა მოაქვთ. ჭიები მარჯნის ჩაღრმავებლებში ცხოვრობენ და თავის მხრივ, მარჯნის კოლონიებს, მათი მტრის, ზღვის ვარსკვლავებისგან იცავენ. ეს უკანასკნელები სწორედ მარჯნებით იკვებებიან.