სოციალურ ქსელ ფეისბუქში NBA-ს კენჭისყრა ტარდება, რომელშიც ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულიაც იღებს მონაწილეობას. სოცილაური ქსელის მომხმარებლები აქტიურად მოუწოდებენ ქართველებს დაეხმარონ ქართველ კალათბურთელს ხმების შეგროვებაში და დღეში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ სტატუსი ან კომენტარი ფრაზით: #NBAVOTE Zaza Pachulia, რათა შედეგად ფაჩულიამ NBA All-Star–ში ითამაშოს.
აღნიშნულის შესახებ საკუთარ გვერდზე "რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც საუბრობს და ფეისბუქის მომხმარებლებს, გულშემატკივრობისკენ მოუწოდებს.
"მოკლედ, მეგობრებო, ზაზა ფაჩულიამ აუცილებლად უნდა ითამაშოს ყველა ვარსკვლავის თამაშში. მან ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ჯერი ჩვენზეა!
მარტივად: ჰეშთეგი, სახელი და გვარი. დღეში ერთხელ მაინც, იანვრის ბოლომდე. გინდათ ამ სტატუსის კომენტარში, გინდათ თქვენს სტატუსში.
#NBAvote Zaza Pachulia
ps დააშეარეთ და გაავრცელეთ ინფო. დავეხმაროთ ზაზას, ასახელოს საქართველო!"–წერს ნიკა გვარამია.