სხვა საშობაოდ განათებული მსოფლიოს ქალაქები:CNN-ის კოლაჟში თბილისიც მოხვდა 2015, 26 დეკემბერი, 20:38 CNN-ის ვებ-გვერდი მსოფლიოს 16 ქალაქის ფოტოს აქვეყნებს სახელწოდებით:"საშობაო განათება მსოფლიოს გარშემო"და რაც ყველაზე სასიამოვნოა სიაში ჩვენი დედაქალაქიც მოხვდა.
1-ბუდაპეშტი-წმ. სტეფანეს ბაზილიკა, ყველაზე დიდი ეკლესია უნგრეთის დედაქალაქში. 2-მონაკო-კაზინო მონტე-კარლო. 3-სიდნეი-ავსტრალია, წმ.მარიამის სახელობის ტაძარი. 4-ლონდონის ოქსფორდ სტრიტზე ავტობუსით გასეირნებაც კი საშობაო განწყობას გიქმნით. 5-გოტემბა იაპონია, ექსტრავაგანტული განათების შოუს აქ ყოველწლიურად აწყობენ. 7-ნიცა, საფრანგეთი-გიგანტური სანტა კლაუსი სანაპიროზე. 8-ნიუ-იორკი, როკფელერის ცენტრი. 9-რიო-დე- ჟანეირო, ქალაქის სიმბოლო, ქრისტეს ცნობილი სტატუა ფრანგმა დიზაინერმა გასპარე დი კარომ გაანათა. 10-ბერნჰემი ზღვაზე, ინგლისი. 11-სინგაპური, ლუმინარიეს განათებული სკულპტურა. 12-ბერლინი, დიდი სავაჭრო ცენტრი. 13-ამრისტარი, ინდოეთი-მიუხედავად იმისა, რომ ინდოელთა უმეტესობა სხვა აღმსარებლობას მისდევს, ამ ქვეყნაში ქრისტიანიც საკმაოდ ბევრია.ასეა განათებული წმ.მარიამის კათოლიკური ეკლესია ამრისტარში. 14-ჟენევა შვეიცარია. 15-თბილისი, საქართველო, -დედაქალაქის ჰაეროვანი სინათლის შოუ პიკის საათის დროს უფრო საინტერესო სანახავია. 16-ოკლენდი, ახალი ზელანდია, -უკვე ორი ათეული წელია ფრანკლინ როუდის რაიონის მაცხოვრებლებს ტრადიციად აქვთ ქცეული ასე ლამაზად მორთონ სახლები. 169 5-ს მოსწონს
|