მოვლენები ნიუ-იორკის მოდის კვირეული 2012, 31 მარტი, 17:32 9 თებერვალს ნიუ-იორკში ოფიციალურად გაიხსნა მოდის კვირეული, სადაც წარმოდგენილი იქნება შემოდგომა-ზამთარი 2012-13 წლის კოლექციები.
მოდის კვირეული ნიუ-იორკში პირველად გაიმართა 1943 წელს.
ამჯერად ნიუ-იორკის მოდის კვირეულს ეწოდება Mercedes-Benz Fashion Week New York.
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ პოპულარული იქნება კაშკაშა გაჯერებული ფერები, ჟაკარდის ქსოვილები, მომდგარი პიჯაკები და კოსტუმები.
კიდევ ერთ ტენდენციად, 1920-იანი წლების სტილის დაბრუნებას წინასწარმეტყველებენ. მრავალი დიზაინერისთვის ახალი კოლექციის შექმნისას შთაგონების წყარო იყო რეჟისორ მიშელ ჰაზანავიჩუსის "არტისტი" და ვუდი ალენის - "შუაღამე პარიზში", რომლებიც წელს "ოსკარზეა" წარდგენილი. როგორც სპეციალისტებს მიაჩნიათ, ახალი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფერი იქნება მუქი ლურჯი. სწორედ ეს ფერი შეცვლის პოდიუმზე დამკვიდრებულ შავს, რუხსა და კანისფერ ფერებს. შარშანდელი სეზონის ტენდენციების მსგავსად, წელსაც შეინარჩუნებს აქტუალურობას უნივერსალიზმი და მინიმალიზმი. Victoria Beckham Victoria Beckham Derek Lam Derek Lam Prabal Gurung Prabal Gurung Diane Von Furstenberg Diane Von Furstenberg Dona Karan Dona Karan Zac Posen Zac Posen Carolina Herrera Jenny Pakham Jenny Pakham BCBG Max Azria 444 1-ს მოსწონს
|