x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 ლეგენდარული კინოროლი, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

10 ლეგენდარული კინოპერსონაჟი, შემთხვევით გახდა ისეთი, როგორიც არის. ეს როლები სულ სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ. აქ მოცემულ ფოტოებზე შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორები იქნებოდნენ პერსონაჟები, როლები მათ რომ შეესრულებინათ, ვისთვისაც თავდაპირველად იყო შეთავაზებული:


მელ გიფსონი – გლადიატორი

10 ლეგენდარული კინოროლი,  რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

მაქსიმუსის როლი, ფილმში «გლადიატორი», სპეციალურად მელ გიფსონისთვის დაიწერა. მაგრამ, მან როლზე უარი თქვა, რადგან იმ დროს, ის უკვე დაკავებული იყო ფილმში «პატრიოტი». ხოლო რასელ კროუ დათანხმდა და თავისი პირველი ოსკარიც მიიღო.

10 ლეგენდარული კინოროლი,  რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ  კადრი ფილმიდან «პატრიოტი»

image

ლივ ტაილერი – მატილდა

10 ლეგენდარული კინოროლი,  რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

მატილდას როლი ფილმში «ლეონი», ლივ ტაილერს უნდა შეესრულებინა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ბევრად უფროსი იყო თავის პერსონაჟზე (ლივი 15 წლის იყო) და ამიტომ, როლი მასზე უმცროსმა, ნატალი პორტმანმა მიიღო.

image

შონ კონერი – გენდალფი

10 ლეგენდარული კინოროლი,  რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

«ბეჭდების მბრძანებელში» გენდალფის როლი თავდაპირველად შონ კონერს შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა და ეს იმით ახსნა, რომ ტოლკინის ლიტერატურული ორიგინალი უფრო მეტად მოწონდა, ვიდრე სცენარი. ის არ დათანხმდა როლის შესრულებაზე არც მას შემდეგ, რაც ჰონორარის სახით 10 მლნ. $ და ფილმისგან მიღებული შემოსავლის საერთო რაოდენობის 15 % შესთავაზეს (3 ფილმის მოგებამ, საერთო ჯამში 3 მლრდ. $ შეადგინა. ამ თანხის 15% – 450 მლნ. $ არის).


image

არნოლდ შვარცნეგერი – ჰალკი

10 ლეგენდარული კინოროლი,  რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

ჰალკის როლზე, თავდაპირველად არნოლდ შვარცნეგერი მოიაზრებოდა, მაგრამ იმ დროს (1008 წ.) ის კალიფორნიის შტატის გუბერნატორი იყო და ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, ფოლმში «წარმოუდგენელი ჰალკი», მთავარი როლი ედვარდ ნორტონმა შეასრულა.

image

უილ სმიტი – ნეო

10 ლეგენდარული კინოროლი,  რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ  ფილმის «ადამიანები შავებში» განსაცვიფრებელი წარმატების შემდეგ, ძმები ვაჩოვსკები ნეოს როლზე, ფილმში «მატრიცა», უილ სმიტის გარდა, სხვა კანდიდატურას არც განიხილავდნენ, მაგრამ სმიტმა შეთავაზებაზე უარი თქვა და ფილმში «ველური, ველური დასავლეთი» მონაწილეობა არჩია, ხოლო მის მიერ დაწუნებული როლი, კიანუ რივზმა შეასრულა.

ველური,  ველური დასავლეთიკადრი ფილმიდან «ველური, ველური დასავლეთი»

image

პამელა ანდერსონი – აგენტი სკალი

10 ლეგენდარული კინოროლი,  რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

«საიდუმლო მასალების» პროდიუსერები, აგენტი სკალის როლზე, გრძელფეხება და დიდ მკერდიან მსახიობს ეძებდნენ. მაგრამ, ყველასთვის გასაკვირად, როლი ჯილიან ანდერსონმა მიიღო.

image

ჯიმ კერი – ჯეკი ბეღურა

10 ლეგენდარული კინოროლი,  რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

«კარიბის ზღვის მეკობრეებში» ჯეკი ბეღურა შეიძლება ჯიმ კერი ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, პირველად მას შესთავაზეს. მან კი უარი თქვა და «ყოვლისშემძლე ბრიუსში» შეასრულა მთავარი როლი.

ყოვლისშემძლე ბრიუსი

კადრი ფილმიდან «ყოვლისშემძლე ბრიუსი»

image

ტომ კრუზი – რკინის კაცი

10 ლეგენდარული კინოროლი,  რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

«რკინის კაცის» ეკრანიზაციის უფლებისთვის დავა 1990 წელს დაიწყო. ყველაფერი ძალიან არეული იყო და ფილმში მთავარი როლი თავდაპირველად ნიკოლას კეიჯს უნდა შეესრულებინა, მას როლი ტომ კრუზმა წაართვა. მაგრამ, ფილმის გადაღების წინ (2008 წელს), როლი სრულიად მოულოდნელად, რობერტ დაუნ უმცროსს ერგო.

image

ტიმ როტი – პროფესორი სნეიპი

10 ლეგენდარული კინოროლი,  რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

«ჰარი პოტერში», პროფესორი სნეიპი ტიმ როტი უნდა ეთამაშა. მაგრამ, მსახიობმა უარი თქვა, რადგან მას როლი «მაიმუნების პლანეტაში» შესთავაზეს.

image

კადრი ფილმიდან «მაიმუნების პლანეტა»

image

ალ პაჩინო – ჰან სოლო

10 ლეგენდარული კინოროლი,  რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ  «ვარსკვლავურ ომებში», სახელგანთქმული კაპიტნი ალ პაჩინოს უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მსახიობმა განაცხადა, რომ მისთვის ეს საინტერესო არ იყო. შედეგად, ეს როლი ჰარისონ ფორდმა შეასრულა, ხოლო ფილმი, ყველაზე წარმატებული გახდა, მსოფლიო კინოს ისტორიაში.

5
3689
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3689
  
2015, 25 დეკემბერი, 14:14
მართალი ხარ ყველას მოუხდა ვინც უკვე შეასრულა. ჯიმ კერი კარგი მსახიობია მაგრამ ჯეკ ბეღურას როლში მეც გეთანხმები არ იქნებოდა კარგი
2015, 25 დეკემბერი, 12:29
ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება ჩემო კარგო, მის ნიჭიერებას არ ვეხები, მესმის ამასაც ნიჭი უნდა განსხვავებულად შეასრულო კომედიური ჟანრები, თუმცა მე ვერ მხიბლავს და მისი სერიოზულობა ვერ წარმომიდგენია. ამიტომ ჯონი დეპის შესრულება ძალიან მომეწონა.
2015, 25 დეკემბერი, 12:24
ამ ფილმებიდან ყველაზე მეტად რასელ ქროუს და ჯონი დეპის შესრულება მომწონს
2015, 25 დეკემბერი, 12:23
ჯიმზე ვერ დაგეთანხმები. რომ არ უყრუებ ალბათ მიტომ ფიქრომ ეგრე. არადა ჯიმ კერი ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ, წარმატებულ და მოთხოვნად მსახიობად არის აღიარებული. მის ჟანრში ყველაზე მაგარია და ვფიქრობ, ჯონი დეპზე (რომელიც ძალიან მაგრად ასრულებს როლს) არანაკლებ საინტერესოდ ითამაშებდა ჯეკ ბეღურას :)
2015, 25 დეკემბერი, 12:14
მემგონი, ვინც უკვე შეასრულა, ისინი უფრო მოუხდნენ როლებს. ისე ჯიმ ქერის ფილმებს არ ვუყურებ, სრული ცანცარობაა და კარიბის ზღვის მეკობრეებში მისი არსებობა ჩემი აზრით სისულელე იქნებოდა, ჯონი დეპს ვერ შეედრება.
0 1 5