"უნდა გადადგეს!!!... ივანიშვილს ნუ ეთამაშებით!!!"-ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით-"პოლიტიკაში მოხდება ისეთი ძვრები, რასაც ეს პოლიტიკოსები ვერც წარმოიდგენენ."
ქალბატონ ლელა კაკულიას "ფეისბუქის" პირადი გვერდის ადმინი სოციალურ ქსელზე აქვეყნებს მის ინტერვიუს, სადაც ქალბატონმა ლელამ პრემიერ ღარიბაშვილის გდადგომა იწინასწარმეტყველა:
"დღეს, 2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ქალბატონმა ლელამ პირველად 2014 წლის ივლისში, ხოლო შემდეგ ნოემბერში გაზეთ "ქრონიკა+"-ს რედაქტორისთვის, ელისო კილაძისთვის მიცემულ ინტერვიუებში ასეთი რამ იწინასწარმეტყველა ირაკლი ღარიბაშვილზე:
1 ივლისი, 2014 წელი:
— ახლა ჩემს ადგილას ირაკლი ღარიბაშვილი რომ იჯდეს, რას ურჩევდით?
— უნდა გადადგეს!!! ყველაზე კარგი ეს არის. ძალიან უჭირს, სულ სხვა რამეებით არის დაკავებული და ძალიან უჭირს. ხალხის განწყობა მის მიმართ მტრული არ არის — ამას არ ვხედავ. ძალიან ერთგული პიროვნებაა, შინაგანად წესიერი, მაგრამ სახელმწიფოს მართვა მძიმე ტვირთია ყველასთვის. ახალგაზრდაა, მომავალი წინ აქვს, კარგ სკოლასაც გადის ახლა. ბევრსაც სჯობია იქ, იმიტომ, რომ არ არის ბოროტი პიროვნება. არ მაქვს ხედვაში მასზე რაიმე უარყოფითი...
— ქალბატონო ლელა, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ვადამდელ არჩევნებამდე იქნება?
— კი. ერთ ტალღას კიდევ გავივლით, მაგრამ რაც უნდა გავიაროთ, რაც უნდა მოხდეს, იცოდეთ, რომ ყველაფერი ხალხის სასარგებლოდ გადაწყდება და ნურავის გგონიათ, რომ მაგ სკამებს საფლავში წაიღებთ!...
11 ნოემბერი, 2014 წელი:
— ...მაინტერესებს, მაგალითად, პრემიერ–მინისტრის პოლიტიკური მომავალი — რა გამოსავალი აქვს მას ამ სიტუაციაში?...
— ... ღარიბაშვილი ახლა ბრწყინვალედ ასრულებს თავის საქმეს, უკან არ იხევს, ძლიერ ნაბიჯებს დგამს — თავისი გაგებით — და გადაწყვეტილებებს ღებულობს, მას არ ეშინია მძიმე გადაწყვეტილებების მიღებისა, იმიტომ, რომ ის მართალია — ასე ფიქრობს. მე კი მის მომავალში დიდ პოლიტიკურ აღზევებას ვერ ვხედავ, ის ქართულ პოლიტიკაში ვარსკვლავად ვერ მოგვევლინება. ღარიბაშვილზე ვილაპარაკე თქვენთან წინა ინტერვიუში და გაიხსენეთ, რაც ვთქვი.
— გავიხსენე: უნდა გადადგეს!
— რა თქმა უნდა. და ეს მომავალში აუცილებლად დაუდგება წინ. ივანიშვილს ნუ ეთამაშებით!!!
— მათ შორის, ღარიბაშვილსაც ეტყოდით ამას?
— დიახ, მათ შორის ღარიბაშვილსაც ვეტყოდი ამას. ღარიბაშვილი ვერ ითამაშებს, იმიტომ, რომ არ ითამაშებს — ნამდვილად ვერ დავწამებ ცილს. სხვათა შორის, ის ივანიშვილისთვისაც ნომერ პირველი პიროვნებაა, რომელსაც ეყრდნობა და ჯერ აქვს მისი იმედი. ჯერჯერობით უმართლებს და გაუმართლებს კიდეც, მაგრამ პოლიტიკაში მოხდება ისეთი ძვრები და ისეთი ცვლილებები, რასაც ეს პოლიტიკოსები ვერც წარმოიდგენენ."