საქართველო არ მინდა დავთარსო და რ2-მა ღარიბაშვილიც მოინელა – ცნობილი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები პრემიერის გადადგომის შესახებ 2015, 24 დეკემბერი, 1:06 საქართველოს პრემიერ მინისტრის გადადგომას ცნობილი ადამიანები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდებზე ეხმაურებიან. მათი სტატუსების ნაწილს აქ ამოიკითხავთ.
ნანუკა ჟორჟოლიანი - ტელეწამყვანი ბერას დაბადების დღე ყოფილა დღეს, რომელსაც ვულოცავ, მაგრამ მამამ, რომ საყვარელი ძიძა მოუხსნა დაბადების დღეზე არ ეწყინა ნეტავ? დავით პაიჭაძე - ჟურნალისტი დღეს ყოფილა ბერას დაბადების დღე. მამა საღოლ, პრემიერი დაუკლა. თენგო გოგოტიშვილი - ჟურნალისტი არ მინდა დავთარსო და რ2-მა ღარიბაშვილიც მოინელა... ორი-სამი თვის წინ ამაზე "კუშს" რამდენი დადებდით? რაღაცაშიასაქმეგეუბნებირა! ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი · საკუთარი "თავისუფალი არჩევანით" მოგვიხსნა ბატონმა ბიძინიმ ირაკლიპრემიერი? და სუფლიორზე კითხვით გადადგომა ჩაწერილი მიმართვით, არაა ორიგინალური და დასაფასებელი? "ზატო", ოსკარებივით დაამთავრა სერგო რატიანი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჯერ 18:00 საათზეო, ახლა 20:00 - ზე. აი, გადადგომაშიც რომ უნიათო იქნები. მერაბ მეტრეველი - ჟურნალისტი რა მაგარი ქვეყანა ვართ - პრემიერს გადაგომა გადაწყვეტილი ქონდა და არც უმრავლესობაში იცოდა ვინმემ რამე და არც მთავრობაში. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ შეიძლება თავად ღარიბაშვილმაც არ იცოდა! კორნელი კაკაჩია - ექსპერტი, პოლიტოლოგი ისე თქვენი არ ვიცი ერთი პლიუსი კი აქვს ვერჩამოყალიბებული ბრძნადმეტყველი ლიდერების გადადგომას, რომ მიდიან არც გული წყდება ვინმეს და არც წვერებს იხოკავენ მათი მომავლის გამო..ასე გავაგრძელოთ ..მთავრობა, და მათი ლიდერები რა შესაყვარებელია.. მთავარია ქვეყანა გვიყვარდეს, მხარი დავუჭიროთ ძლიერი ინსტიტუციების მშენებლობას, მტკიცედ ვიდგეთ კონსტიტუციური უფლებების სადარაჯოზე ...და არ დაგვავიწყდეს და მათაც ხშირად შევახსენოთ რომ ყოველი მათგანი განსაზღვრული დროით ჩვენ მიერ დაქირავებული მოხელეეები არიან..იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.. 621 1-ს მოსწონს
|