სხვა 10 ორიგინალური სადღეგრძელო საახალწლო სუფრისთვის - იყავით გამორჩეულები 2015, 22 დეკემბერი, 16:12 ახალ წლამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სადღესასწაულო განწყობა უკვე ფეხს იკიდებს. დღესასწაული კი აბა რისი დღესასწაულია სუფრისა და სადღეგრძელოების გარეშე? ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ორიგინალურ სადღეგრძელოს, რომლებიც განსაკუთრებით მოუხდება საახალწლო სუფრას. 1. გაუმარჯოს თოვლის ბაბუას და ფიფქიას: არც ბერდებიან, არც ავად ხდებიან, ფულიც ყოველთვის აქვთ საჩურების საყიდლად. მოდით, ჩვენც მათნაირები ვყოფილიყავით! 2. პატარა გოგონა დაქალებს უყვება: - იცით, გოგოებო, თოვლის ბაბუა ნამდვილი წუწურაქია! დაქალებს გაუკვირდებათ: -რატომ ფიქრობ ასე? - რატომ და იმის მაგივრად, რომ თავად მოეტანა საჩუქარი, ნაძვის ხის ქვეშ ის თოჯინა დამიდო, დედიკომ რომ იყიდა და კარადაში დამალა. დაე ახალმა წელმა სასიხარულო საჩუქრებით დაგვასაჩუქროს. 3. ტრადიციულად ახალ წელს შამპანურით ვხვდებით. ამიტომ, დაე ეს წელიც შამპანურივით ჰაეროვანი, სასიამოვნოდ ამაღელვებელი, მშვენიერი და ქაფქაფა ყოფილიყოს. 4. ამ სამყაროში ორი ტიპის ადამიანები არსებობენ: ერთნი მიაქანებენ სამყაროს და ცვლიან მასში რაღაცას; მეორენი კი მიექანებიან სამყაროსთან ერთად და გაიძახიან, საით მიექანება ეს სამყაროო... ამ ახალ წელს, ვისურვებ, არ ვყოფილიყავით საკუთარი ცხოვრების გვერდიდან დამკვირვებლები და ყველა ძალა გვეხმაროს იმისთვის, რომ სასიკეთოდ რაიმე შეგვეცვალოს. 5. გისურვებთ, რომ დამდეგ წელს თქვენს ირგვლივ სულ სროლა იყოს, ოღონდ შამპანურის, თან პირდაპირ მიზანში და ახლო მანძილიდან. 6. საახალწლოდ მორთულ მოედანზე ერთი მოხუცი იჯდა და ნაძვის ხის ქვეშ ანკესი ჰქონდა გადაგდებული. წინ კაცმა ჩაუარა და გიაფიქრა, ალბათ შეშლილიაო. შეეცოდა მოხუცი და გამოელეპარაკა: - რას აკეთებთ აქ? - თევზს ვიჭერ, - მოწყენილად მიუგო მოხუცმა. - ჩემთან წამოდით, ლუდით გაგიმასპინძლდებით. რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი უკვე ლუდხანაში იჯდნენ და ლუდს მიირთმევდნენ. გამვლელმა, რომელიც კმაყოფილი იყო თავისი კეთილი საქმით, მოხუცს გაეხუმრა: -აბა, ბევრი თევზი დაიჭირეთ დღეს? მოხუცმა ჩაიცინა და მიუგო: - ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ მგონი დღეს უკვე მეხუთე ხართ. გისურვებთ, რომ დამდეგ წელს თქვენს ანკესს ყოველთვის წარმატება მოჰყოლოდეს. 7. დაე ამ წელს ყოველმა ჩვენგანმა შეიძინოს არა საუკეთესო, არამედ თავისი. იმიტომ, რომ საუკეთესო ყოველთვის ვერ ხდება შენი, შენი კი ყოველთვის საუკეთესოა. გაუფრთხილდით ახლობელ და საყვარელ ადამიანებს! 8. თოვლის ბაბუა ფსიქოლოგთან მიდის და ეუბნება: - ექიმო, მიშვენეთ რამე, ჩემი თავის თვითონვე არ მჯერა. დაე, ამ ახალ წელს არასოდეს დაგვკარგვოდეს საკუთარი თავის რწმენა. 9. ცხოვრება საახალწლო გირლანდას ჰგავს: ერთი ნათურაც რომ გადაიწვას, ყველა ჩაქრება. ადამიანიც ასეა, ერთ პრობლემას ყოველთვის სხვა მრავალი მოჰყვება და ყველაფერი უკან სვლას იწყებს. გისურვებთ ამ ახალ წელს, თქვენი ცხოვრების მოკაშკაშე გირლანდა არასოდეს გადამწვარიყოს! 10. ერთი გლეხის ეზოში კუთხეში მამალი დედალს ჩინჩლავს. ამ დროს გლეხი გამოდის, მზესუმზირას აკნატუნებს და ჩენჩოს მუჭში აგროვებს, შემდეგ კი, მექანიკურად ერთბაშად გადაყრის. მამალი დაინახავს მზესუმზირას, მიანებებს თავს "თავის საქმეს" და ჩენჩოების კენკვას იწყებს. გლეხი შეწუხებული გადააქნევს თავს და გაიფიქრებს: ღმერთმა ასე ნუ მომაშივოსო! მოდით ამ ახალ წელს სიუხვე და დოვლათი არ მოგვკლებოდეს! 3327 7-ს მოსწონს
|